ლევან კალანდაძე - სესხი და ვალი არ არის საშიში, თუ ის კონკრეტულ ეკონომიკურ მიზანს ემსახურება
ლევან კალანდაძე - სესხი და ვალი არ არის საშიში, თუ ის კონკრეტულ ეკონომიკურ მიზანს ემსახურება
12 ოქტომბერი / 2017
ის, რომ პროცესები კონცეპტუალურად სწორად არის დაგეგმილი და სწორად მიმდინარეობს, ეს ფაქტია და ამას სავალუტო ფონდის მისიის ბოლო შეფასებაც მოწმობს , - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა ლევან კალანდაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიერ საქართველოს შესახებ ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

როგორც ექსპერტმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მისიის ბოლო შეფასება საკმაოდ ადეკვატური იყო იმ შეფასების მსგავსად, რომელიც აქამდე კეთდებოდა.

„ორი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა - ერთი საბიუჯეტო პროცესი და მეორე ლარის კურსთან დაკავშირებული თემები. ორივე პოზიტიურად იქნა შეფასებული. ანუ ცალსახად გაცხადდა, რომ სწორი პოზიცია შემუშავდა მცურავ კურსთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ბანკს აქვს რესურსი გარკვეული ხელოვნური ჩარევები განახორციელოს კურსთან მიმართებაში, ამას არ აკეთებს. ანუ სსფ-თვის ისევე, როგორც ჩვენი მთავრობისთვის, ეს არის სწორი ნაბიჯი, რომ ეკონომიკა მაქსიმალურად მოქნილი და ელასტიური იყოს იმ გამოწვევების, რა გამოწვევებიც არსებობს გარეშოკების სახით“, - აღნიშნავს ლევან კალანდაძე.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის მის მიერ საქართველოში ჩადებული ფულის უკან დაბრუნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს წარმატებული.

„აქედან გამომდინარე ამ ურთიერთობას ორმხრივი სარგებელი აქვს - ჩვენთვის ეს არის ფინანსური მდგრადობა და განვითარება, ფონდისთვის სწორად განხორციელებული ინვესტიციები“, - ამბობს ლევან კალანდაძე.

ეკონომიკის ექსპერტის განცხადებით, სსფ-ის მისიის შეფასება ასევე პოზიტიური იყო ვალისა და ბიუჯეტის საკითხთან მიმართებაში. მისი თქმით, ის, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ფინანსური ვალდებულებების ზრდა არის გათვალისწინებული, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმიდან გამომდინარეობს და პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც მთავრობამ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების კუთხით გამოაცხადა.

„ასე რომ, სესხი და ვალი არ არის საშიში, თუ ის კონკრეტულ ეკონომიკურ მიზანს ემსახურება. ჩვენს მიერ 2018 და შემდგომ წლებში გაწერილი ვალდებულებების ზრდა უკავშირდება მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. შეგახსენებთ, პრემიერის მიერ გაცხადებულ ე.წ. სივრცითი განვითარების მოდელს, რომელიც საქართველოში პრაქტიკულად ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის მოგვარებას ითვალისწინებს. თბილისიდან სარფამდე ყველა მაგისტრალი, თავისი ალტერნატიული მაგისტრალებით, უახლოესი 4 წლის განმავლობაში უნდა დამთავრდეს. ამას სჭირდება ფინანსური რესურსი. საქართველოს ამის შესაძლებლობა არ აქვს. ბუნებრივია, ჩვენ გვიწევს ინვესტორების მოძიება და დამატებითი რესურსების მოზიდვა. მხოლოდ რიკოთის მაგისტრალის პროექტი, რომელიც 2018 წელს უნდა განხორციელდეს, 500 მილიონზე მეტს საჭიროებს. სახელმწიფო ამ
ფულს სახარჯოდ და სოციალური ვალდებულებების გასტუმრებისთვის არ იღებს. ეს ფული იდება ეკონომიკაში, საქმდება უამრავი ადამიანი, კომპანიები, რომლებიც ამ პროექტებს ახორციელებენ, იხდიან გადასახადებს და ბიუჯეტში შეაქვთ ფული. ჩვენ თუ გვინდა, რომ ეკონომიკური ზრდა უახლოესი წლების განმავლობაში მეტ-ნაკლებად ადეკვატური იყოს იმ გამოწვევების, რაც გამოწვევების წინაშეც დგას ქვეყანა, ასეთი პროექტები უნდა განვახორციელოთ. თუ ეს არ გვინდა, გვაქვს სხვა ალტერნატივა - არ ავიღოთ სესხი, არ განვავითაროთ ეკონომიკა და დავტოვოთ იმ დონეზე, რა დონეზეც გვაქვს და არ შევქმნათ განვითარების პერსპექტივა. ეს არის ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო პოლიტიკა. მე მესმის, რომ ზოგადად სესხის აღება არ არის სასიამოვნო, მაგრამ ეს არის სესხი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანის სტაბილურ და მდგრადი ეკონომიკური მოდელის ჩამოყალიბებას. მდგრადობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკისთვის“, - აცხადებს ლევან კალანდაძე.

კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
თბილისის მუნიციპალიტეტში შემავალი გამგეობების ნაწილმა ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურს შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარუდგინა.
ამ ეტაპზე რესურსი არ არის იმისთვის, რომ პენსიები გაიზარდოს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ბიუჯეტის პროექტის კომენტირებისას განაცხადა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ანგარიშზე“ მოხსენებას აქვეყნებს
არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2016 წლის ბოლოსათვის 51,3 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 8% უცხოური ვალუტით იყო გამოსახული. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
სესხის ვალუტაში გაცემის მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს პირის გაფრთხილებას, ხოლო გაფრთხილების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში სამართალდარღვევის გამოუსწორებლობა - დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
პენსიებს რომ არ ზრდით და ინფრასტრუქტურის დაფინანსება იზრდება, ინფრასტრუქტურა ჭამოს ხალხმა?
მიმდინარე წლის 1 იანვრიდან სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილება ამოქმედდა, რომლის თანახმადაც, სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტი და მასთან თანდართული დოკუმენტები განიხილეს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანა იგეგმება.
საქართველოში სესხებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, შესაბამისად, ამ სერვისის მიმწოდებელი კომპანიებიც იმატებს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
20.10.2017
საქართველოს Apple-ის ტრენერები ეწვივნენ. ტექნოპარკში Apple-ისა და iTechnic-ის პარტნიორობით გაიმართა საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც წამყვანი კერძო სკოლის დირექტორები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე ახალ ტექნოლოგიებსა და მათ განათლების სფეროში გამოყენების შესაძლებობებზე ისაუბრეს.
სრულად
20.10.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ უკვე გატარებული ღონისძიებები და სამომავლო, 2018 წლის სტრატეგია გააცნო.
სრულად
20.10.2017
კახეთში, სასტუმროში „სავანეთი“, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელობა საჯარო შესყიდვებით დაინტერესებულ მცირე და საშუალო ბიზნესის, ადგილობრივი შემსყიდველი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
სრულად
20.10.2017
დღეს, ლვოვის საერთაშორისო გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ტურსააგენტოების, ავიაკომპანიის წარმომადგენლებისა და ვიზიტორებისთვის პრეზენტაცია გამართეს, სადაც აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ ისაუბრეს.
სრულად
20.10.2017
1-ელი ივნისიდან 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდში 10 319 998 ლარის ოდენობის მთლიანი შემოწირულობის 93% “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, რაც 12-ჯერ მეტია დანარჩენი 14 კვალიფიციური სუბიექტის მიერ ჯამურად მიღებულ თანხაზე
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
19.10.2017
20.10.2017
USD
1
USD
2.4844
2.4863
EUR
1
EUR
2.9204
2.9405
GBP
1
GBP
3.2752
3.2725
RUB
100
RUB
4.3347
4.3181
ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ!
წარმოდგენილი სიიდან, მონიშნეთ თქვენთვის სასურველი 5 ღვინის სახეობა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის მიერ დასახელებული ღვინოებიდან გამოვლინდება 10 საუკეთესო.
შენ ხარ

14660-ე