ციფრული რეკლამირება, მისი ინოვაციური მეთოდები და ვორქშოპი, რომელზეც ამ ყველაფერს შეიტყობთ

თანამედროვე სამყაროში ყველაფრის გაციფრულება ხდება და თითქოს, ცხოვრებაც ციფრულ ფორმატში ინაცვლებს. ასე მოხდა მარკეტინგის შემთხვევაშიც. რეკლამირებისა და მარკეტინგის ტრადიციული საშუალებები ეტაპობრივად ციფრულმა მარკეტინგმა ჩაანაცვლა.

ციფრული მარკეტინგი მოიცავს ისეთ მარკეტინგულ საქმიანობას, რომელიც ინტერნეტის მეშვეობთ ახორციელების მომხმარებლების მოზიდვასა და შეთავაზებების გაყიდვას. მარტივად, რომ ვთქვათ, ეს არის საქმიანობა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიური ინოვაციების საშუალებებით ხორციელდება. ციფრული მარკეტინგი მოიცავს სხვადასხვა მიმართულებებს, როგორიცაა კონტენტ მარკეტინგი, ზეგავლენის მარკეტინგი, ვიდეო მარკეტინგი, რეპუტაციის მენეჯმენტის მარკეტინგი, SEO, სოციალური მედია და ონლაინ რეკლამები.

საქართველოში ციფრული მარკეტინგის მნიშვნელობის ზრდა ინტერნეტმომხმარებლების რაოდენობის ზრდამ განაპირობა. უფრო მეტი და მეტი ადამიანი იყენებს ინტერნეტს სახლსა თუ სამსახურში განსხვავებულ მოწყობილობებში. სწორედ ამიტომ ციფრული მარკეტინგის საშუალებით გაიზარდა წვდომა მიზნობრივ აუდიტორიაზე.

ციფრულ მარკეტინგს ტრადიციულთან შედარებით კიდევ რამდენიმე ცალსახა უპირატესობა აქვს. ის გაცილებით უფრო ხარჯეფექტურია, ვიდრე ტრადიციული მარკეტინგი. ციფრული მარკეტინგი საშუალებას გვაძლევს, მოვახდინოთ ფოკუსირება ძალიან კონკრეტულ სეგმენტზე და შესაბამისად, მნიშვნელოვნად გავზარდოთ ამა თუ იმ კამპანიის პროდუქტიულობა. ადვილია შედეგების დათვლა და ანალიზის გაკეთებაც. მაგალითად, ზუსტად ვიცით, რამდენმა ადამიანმა ნახა ჩვენი რეკლამა.

ციფრულ მარკეტინგის წარმოების ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა Ad Ocean, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბიზნესებს სწორი მარკეტინგული კამპანიის წარმოებასა და ეფექტურობის ზრდაში ეხმარება. ის არის რეკლამის განთავსების მოწინავე ინსტრუმენტი ვებსივრცეში. Ad Ocean კამპანიების გაშვებისა და სამიზნე აუდიტორიის შერჩევის ინოვაციურ შესაძლებლობებს გვთავაზობს. ამასთან, პროცესის ნაწილი ავტომატურად ხორციელდება, რაც საკმაოდ ამარტივებს კამპანიის მართვის პროცესს.

Ad Ocean-ის უპირატესობებია: მარტივად და ეფექტურად მართვა, სტატისტიკის ძლიერი მოდული, სარეკლამო კამპანიის თარგეთირებისთვის მოწინავე ფუნქციები, პროგნოზირების ფუნქცია, კამპანიის რეპორტის სწრაფი და ავტომატური მიწოდების საშუალება, კამპანიის მიმართვა კონკრეტული სამიზნე ჯგუფზე, კონკრეტულ მოწყობილობაზე ან საოპერაციო სისტემაზე და სტატისტიკის მძლავრი მოდული.

სისტემაში რეკლამის თითოეულ დამკვეთს პირადი რეგისტრაციის შესაძლებლობა აქვს, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას სარეკლამო კამპანიის სტატისტიკასთან და ნებისმიერი კამპანიის პროგრესის რეალურ დროში შემოწმებას ხდის შესაძლებელს.

სწორედ Ad Ocean-ის წარმომადგენელი, საერთაშორისო ორგანიზაცია Gemius-ის გაყიდვების დირექტორი მიშელ ვლოდარციკი ეწვევა საქართველოს, რომელიც ოთხშაბათს 18 ოქტომბერს ”პალიტრა მედია ჯგუფის” მიერ ორგანიზებულ ვორქშოპზე ”ციფრული რეკლამირების ინოვაციური მეთოდები” წარდგება პრეზენტაციით. ვორქშოპზე, რომელიც "სილიკონ ველი თბილისის" სამუშაო სივრცეში გაიმართება, სხვა სპიკერები იქნებიან: კომპანია Adline-ის ინტერნეტ გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელი ქეთი კალანდაძე, ვებდიზაინერი ლევან ტაბატაძე და "პალიტრა მედია ჯგუფის" კონტენტ მარკეტინგის ხელმძღვანელი ნინო ტურაშვილი.

100-მდე მიწვეული სტუმარი ვორქშოპზე დეტალურად შეიტყობს, თუ რა არის ციფრული რეკლამირების ინოვაციური მეთოდები და როგორ უნდა გამოიყენონ ისინი საკუთარი კომპანიის კამპანიის წარმოების პროცესში.