იუსტიციის სამინისტროში შტატით გათვალისწინებული 213 თანამდებობაა. მინისტრის პოსტზე ანაზღაურება თვეში 3 540 ლარია; მინისტრის პირველი მოადგილის კი - 2 950 ლარი.
ამასთან, მინისტრს ყავს 4 მოადგილე და თითოეულის ანაზღაურება თვეში 2 720 ლარია. რაც შეეხება მრჩევლებს, იუსტიციის მინისტრს შტატით გათვალისწინებული 1 მრჩეველი ჰყავს, რომლის თანამდებობრივი სარგოც 1 540 ლარია.
დეპარტამენტის უფროსის პოსტზე ანაზღაურება 2 170 ლარია; დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობრივი სარგო 1 900 და 2 110 ლარი; გენერალური ინსპექციის უფროსის -2 170 ლარი; მისი მოადგილის 2 110 ლარია.
რაც შეეხება სხვა თანამშრომლებს, სამმართველოს უფროსების ანაზღაურება განსხვავებულია და 1200; 1700; 1800 და 1900 ლარია. 990 ლარი აქვს მინისტრის თანაშემწეს; მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწესა და მინისტრის მოადგილეთა თანაშემწეებს.
ასევე განსხვავებულ ანაზღაურებას იღებენ სამინისტროში მრჩევლებიც, რომელთა თანამდებობრივი სარგო 990, 1090, 1200, 1350 და 1540 ლარია; აუდიტორების თანამდებობრივი სარგო 1200; 1350 და 1540 ლარს შეადგენს; გამომძიებლის - 1740-ს; სპეციალისტის -750; ხოლო მძღოლის ანაზღაურება თვეში - 790 ლარია.