Björk-ის კონცერტებზე ბილეთები 50-დან 750 ლარამდე ეღირება

ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსის Björk-ის სოლო კონცერტებზე ბილეთების ფასი 50-დან 750 ლარამდე იქნება.

მომღერლის ორი სოლო კონცერტი „SOU ფესტივალი 2017“-ის ფარლგებში 31 ოქტომბერსა და 3 ნოემბერს ჩატარდება.

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით, კონცერტები თბილისის საკონცერტო დარბაზსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.

31 ოქტომბერს ჩასატარებელ კონცერტზე ბილეთები 50 ლარიდან 570 ლარამდე ეღირება, ხოლო 3 ნოემბრის კონცეტრზე კი - 80-დან 750 ლარამდე. კონცერტები 21:00 საათზე დაიწყება.

ბილეთები www.tkt.ge-ზე ორშაბათს, დილის 10 საათიდან გაიყიდება.