მეტროსადგური "უნივერსიტეტი" გაიხსნა

მეტროს სადგური "სახელმწიფო უნივერსიტეტი" გაიხსნა.

თბილისის 23-ე მეტროს სადგურის გახსნის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. მეტროს სადგური მგზავრებს დღის მეორე ნახევრიდან მოემსახურება.

მეტროს სადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტის" მშენებლობა 21 წლის განმავლობაში შეჩერებული იყო და 2015 წლის გაზაფხულზე განახლდა. პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 84 მლნ ლარია. სამშენებლო სამუშაოები ესპანურმა კომპანია COBRA ASSIGNIA-მ განახორციელა.