კახეთში 620 ათას ლარად იყიდება ნაკვეთი სასტუმროს პროექტითა და ბიზნეს გეგმით

კახეთში სასტუმროს პროექტითა და ბიზნეს გეგმით ნაკვეთი იყიდება, რომლის ღირებულებაც 620 000 ლარია.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ნაკვეთი ტურისტულად სტრატეგიულ ადგილას, თელავის ცენტრიდან 5 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. მისი ფართობი 10 035 კვადრატულ მეტრს შეადგენს, აქედან 6 615 კვადრატული მეტრი არასასოფლო - სამეურნეო ნაწილს წარმოადგენს, ხოლო 4 040 კვადრატული მეტრი სასოფლო - სამეურნეოს. მის ირგვლივ, 30 ჰექტარზე გაშენებულია ვენახები და შესაძლებელია ამ ტერიტორიის შემოერთებაც.

„ნაკვეთი მდებარეობს გზის პირას, ტერიტორია არ არის მჭიდროდ დასახლებული და გაყვანილია ყველა კომუნიკაცია. ტერიტორიაზე დგას 2 სართულიანი ყოფილი სკოლის შენობა (შენობის ფართობია 800 კვ/მ). ნაკვეთის არასასოფლო სამეურნეო სტატუსი, იძლევა მშენებლობის ნებართვის მარტივად აღებისა და უცხო ქვეყნის წარმომადგენლებისთვის მიყიდვის საშუალებას. ტერიტორიაზე დაგეგმილია 33 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, შედგენილია პროექტი და ბიზნეს გეგმა. მიწის ნაკვეთი მდებარეობს წინანდლის მიკრო ზონაში და აქ წარმოებულ ღვინოს შეუძლია, გამოიყენოს ეს სახელი. წინანდალი ფლობს მაღალი კლასის ღვინის სტატუსს,“-ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, ნაკვეთს აქვს ასწლოვანი კიპაროსების და კაკლის ხეების მწვანე ზონა. აღსანიშნავია მისი წინა ხედი, კავკასიონის მთები და უკანა მხარე - შუამთა და შუამთის ტყე, რაც თავისთავად ამ ტერიტორიის ქვეშ არტეზიული (სასმელი) წყლების არსებობას განაპირობებს.