საქართველოს 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა თურქეთი იყო, რომლის სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსთან 1.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ, ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, თურქეთს მოსდევს რუსეთი - 806.3 მილიონი დოლარი; მესამე ადგილზეა - ჩინეთი - 640.6 მილიონი ამერიკული დოლარი; მას მოსდევს აზერბაიჯანი - 567. 1 მილიონი დოლარი; ხოლო მე-5 ადგილზეა - უკრაინა, რომლის სავაჭრო ბრუნვამ საანგარიშო პერიოდში 387.5 მილიონი დოლარი შეადგინა.

ათეულში ასევე მოხვდნენ სომხეთი, გერმანია, აშშ, ბულგარეთი და იტალია.

„საქსტატის“ ცნობით, ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 65.7 პროცენტი შეადგინა.