რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად - საარსებო მინიმუმი და დათვლილი ხარჯები

2017 წლის სექტემბრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 149.5 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 299,1 ლარია.

AMBEBI.GE დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 299.1 ლარი საკმარისი.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად იმატებს. კერძოდ, ერთი ადამიანის საშუალო თვიური სამომხმარებლო ფულადი ხარჯი 2001 წელს - 52.6 ლარი იყო, 2005 წელს - 70.6 ლარი, 2010 წელს კი საშუალო თვიური ხარჯი - 121.6 ლარამდე გაიზარდა. 2015 წელს - 179,8 ლარს მიაღწია, ხოლო ბოლო მონაცემებით, 2016 წელს ერთ სულ მოსახლეზე საშუალო თვიურმა სამომხმარებლო ფულადმა ხარჯმა - 185,7 ლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფულად ხარჯებში შედის - სურსათი, სასმელი, თამბაქო, ტანსაცმელი, განათლება, ფეხსაცმელი, ჯანმრთელობის დაცვა, ტრანსპორტი, გათბობა, ელექტროენერგია, საოჯახო მოხმარების საქონელი და სხვა.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენს ხარჯავს ადამიანი საშუალოდ თითოეულ მათგანზე, საქსტატის მონაცემებით, სურსათზე, სასმელსა და თამბაქოზე 185.7 ლარიდან გათვალისწინებულია 66.6 ლარი, ტანსაცმელსა და ფეხაცმელზე - 7.6 ლარი იხარჯება, საოჯახო მოხმარების საქონელზე - 7.9 ლარი, ჯანმრთელობის დაცვაზე - 26.8 ლარია გათვალისწინებული, ელექტროენერგიასა და გათბობაზე კი - 23.1 ლარი, ტრანსპორტზე - 19.4, განათლებაზე - 6.4 ლარი, სხვა სამომხმარებლო ხარჯებზე კი - 28 ლარია გათვლილი.

აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით თუ გამოვიანგარიშებთ, გამოდის, რომ ოთხსულიანი ოჯახის შენახვა საქართველოში ყოველთვიურად საშუალოდ 742.8 ლარი დაჯდება. შეგახსენებთ, რომ აქ შედის მხოლოდ სამომხმარებლო ფულადი ხარჯები, რომელშიც იგულისხმება საკვები, სასმელი, ტრანსპორტი, ჯანდაცვა და ა.შ.

AMBEBI.GE ასევე დაინტერესდა, თუ რამდენია საშუალო თვიური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე ქვეყანაში და რამდენი ადამიანი უნდა მუშაობდეს ოჯახში, რომ 4-სულიანი ოჯახის შენახვა შეძლოს. იხილეთ გაგრძელება