„ციფრული ოქროს“ ფასი 5 წელიწადში 25 000 დოლარი იქნება

მსოფლიოს წამყვანი კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ღირებულება უახლოეს ხუთ წელიწადში 25 ათას დოლარს მიაღწევს, ამის შესახებ განცახდება ორგანიზაცია FundStrat Global Advisor-ის დამფუძნებელმა, ტომ ლიიმ გააკეთა.

მისი თქმით, ამგვარი პროგნოზის ვარაუდის საფუძველს იძლევა კრიპტოვალუტის შესწავლის სხვადასხვა მეთოდოლოგიის ანალიზი, რომელიც გათვლილია როგორც მოკლე, ასე გრძელვადიან პროგნოზზე.

„მოკლევადიანი პროგნოზით, ბიტკოინის ფასი 2018 წელს 6 ათას დოლარს მიაღწევს, ამას კი განაპირობებს უპირველეს ყოვლისა მისი პოპულარობა და მისით მასობრივი დაინტერესება. ისეთი ჯაჭვური რეაქციით დაინტერესება, როგორც ეს თავის დროზე სოციალური ქსელების მიმართ მოხდა.“-განაცხადა ლიიმ.

კითხვაზე, ხედავს თუ არა ბიტკოინის მომავალს, როგორც ოქროს შემცვლელსა და ალტერნატიულ ვალუტას, ლიიმ უპასუხა რომ "ეს ნამდვილად ასეა და ეს რეალობაა".

„ის, რასაც ჩვენ ვცდილობთ, ეს არის ღირებულების შექმნა მომავალში - ციფრულ სამყაროში. მე ვგულისხმობ რომ მომავალში ყველა მსხვილი ბიზნესი გახდება ციფრული. და ამ კონცეპტში ბიტკოინი იძენს ფასს, იმიტომ რომ ის არის დაშიფრული - პერსონალურად დაშიფრული მონაცემთა ბაზა, რომელიც ბოლო 7 წლის განმავლობაში ჰაკერებმა ვერ გატეხეს. ვგულისმხობ რომ ეს არის კარგი საშუალება ღირებულების შესანახად. და თუ პერსონალური ინფორმაცია ეს არის ჩვენი ოქრო, მაშინ ბიტკოინი ჩვენი ციფრული ოქროა. ასე რომ ოქროს ბაზარი რომელიც 9 ტრილიონია და ამ თაობისთვის ოქროში ინვესტირება ღირებულია, მომავალი თაობისთვის საინვესტიციო ღირებულება ექნება ბიტკოინს და თუ ის მოიპოვებს ოქროს ბაზრის 5 პროცენტს, მისი ღირებულება სულ ცოტა 25 ათასი დოლარი იქნება.“-განაცხადა ტომ ლიიმ.

კოკა კვირკველია