#ავარჯიშეგონება #თამაშიდაიწყო

ქართულ ონლაინ სივრცეში ინტელექტუალურ-გასართობი ონლაინ პლატფორმა wingo.ge გამოჩნდა, რომელიც, ერთი მხრივ, საიტის მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, ონლაინ ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობის შედეგად მოიგონ პრიზები; მეორე მხრივ - წარმოადგენს ინოვაციურ მარკეტინგულ პლატფორმას დაინტერესებული კომპანიებისთვის.

დეტალებთან დაკავშირებით პროექტის გუნდს ვესაუბრეთ.

bpn- თამაშში მონაწილეობა როგორ ხდება?

მონაწილეობის პრინციპი ძალიან მარტივია: თითოეული გათამაშება იწყება მასზე მითითებული უკუთვლის წამზომის დასრულების შემდეგ და გამარჯვებული ხდება ის მონაწილე, რომელიც ყველაზე ადრე უპასუხებს 3 დასმულ კითხვას სწორად. წესების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა დახმარების გვერდზეა შესაძლებელი. გათამაშებაში არსებული კითხვები 24 სხვადასხვა თემატიკისაა და მათ შექმნაზე სპეციალური გუნდი მუშაობს.

- რა არის საჭირო გათამაშებებში მონაწილეობის მისაღებად?

ჩვენს საიტზე, ყოველდღიურად, ათობით გათამაშებაა განთავსებული. მათი ნაწილი უფასოა, რომელში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ რეგისტრაციაც საკმარისია. გვაქვს ასევე „პრემიუმ“ და „მთავარი“ პრიზები - ამ ტიპის გათამაშებებში მონაწილეობის მისაღებად ერთთვიანი პრემიუმ პაკეტის შეძენაა საჭირო. პაკეტის ღირებულება მხოლოდ 2 ლარია და დამატებით 400-ზე მეტ გათამაშებაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს მომხმარებელს. 

- რა არის პროექტის არსი და როგორ დაიბადა მისი შექმნის იდეა?

პროექტს ზუსტი ანალოგი არ აქვს. ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა საიტი, სადაც მომხმარებლები საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენას შეძლებდნენ და ამავე დროს, ეს პროცესი იქნებოდა სახალისო. გემბლინგისგან განსხვავებით (რომელსაც სრულად აქვს ათვისებული ქართული ინტერნეტ სივრცე), ჩვენ გადავწყვიტეთ საიტი ყოფილიყო სრულად ინტელექტუალური მიმართულების, სადაც გამარჯვება მხოლოდ მონაწილის ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და სისხარტეზე იქნებოდა დამოკიდებული და არა შემთხვევითობაზე. საბოლოო ჯამში, პროექტის მიზანი ინტერნეტ მომხმარებლებში და განსაკუთრებით, ახალგაზრდებში, ცოდნის წახალისებაა.

- პრიზებს ვინ აწესებს?

გარდა ინტელექტუალური პლატფორმისა, wingo.ge მარკეტინგული არხიცაა, რომელიც დაინტერესებულ კომპანიებს ეხმარება საკუთარი პროდუქტის პოპულარიზაციასა და მომხმარებლებთან დაახლოებაში. ჩვენთან თანამშრომლობა მარტივია: კომპანიის მხრიდან მხოლოდ პრიზის დაწესებაა საჭირო. დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ სპეციალური ფორმის მეშვეობით მოგვწერონ.

bpn- შეგიძლიათ, მოკლედ, თქვენი სამომავლო გეგმების შესახებაც გვიამბოთ?

ჩვენი პროექტისთვის მუდმივი განვითარება საკვანძო ფაქტორია. ამ მომენტში აქტიურად ვმუშაობთ რამდენიმე განახლებაზე, რომლებიც გათამაშებებში მონაწილეობას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. ასეთია, მაგალითად, მონაწილეთა ყოველკვირეული რეიტინგი, კონკრეტული თემატიკის გათამაშებები (მაგ. ისტორია, მათემატიკა, სპორტი) და სხვა. ვითვალისწინებთ მომხმარებელთა სხვა რეკომენდაციებსაც.