"საფინანსო ბაზარზე "შავი გედი" მალე მოფრინდება"

"საფინანსო ბაზარზე "შავი გედი" მალე მოფრინდება" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, „ეფიქს გრუპის“ მთავარი ანალიტიკოსი ნიკა შენგელია წერს.

"ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"მსოფლიო ფინანსური ბაზრები გაურკვევლობის სტადიაში შევიდა. ამის ძირითადი მიზეზებია : ა) ფსს -ის პოლიტიკა, რომელიც აპირებს ფულად საკრედიტო პოლიტიკის ნორმალიზებას; ბ)გავიხსენოთ, ზაფხულში ეცბ-ს (ევროპის ცენტრალური ბანკი) განცხადება, რომელიც დიდი ალბათობით აპირებს რბილი ფულად საკრედიტო პოლიტიკის, როგორც აშშ ეკონომიკისათვის სტიმულის მიცემის დასრულებას. მაგრამ ინფლაციური ტემპების შესუსტებამ შეიძლება ასეთი ნაბიჯის გადადგმა გადააფიქრებინოს. ყველაფერს ამას მონეტარული პოლიტიკის შესახებ ნოემბრის სხდომის ოქმი გაგვცემს პასუხს;  გ) იაპონიის ცენტრალური ბანკი ჯერჯერობით გასუსულია და მეტად რბილი ფულად საკრედიტო პოლიტიკის შეცვლაზე არ ფიქრობს;  დ) ინგლისის ცენტრალური ბანკი საერთოდ გაურკვეველ სიტუაციაშია, რაც  იმაში გამოიხატება, რომ თუ საპროცენტო განაკვეთს აწევს ეს დიდი ბრიტანეთის ეკონომიკის ზრდასა და განვითარებას ხელს ნამდვილად შეუშლის, რომელიც „ბრექსიტის “ გამო არც თუ ისე სახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა.  მაგრამ თუ საპროცენტო განაკვეთს არ გაზრდის მაშინ არის საშიშროება ინფლაცია გაიზარდოს, რომელიც ასევე ცუდ შედეგებამდე მიიყვანს.

კარნის განცხადება , რომ ისინი მზად არიან ცუდი სცენარის განვითარებისათვის , ფუნტის უმისამართო მოძრაობას იწვევს. ფუნტის სიძლიერე, ევროკავშირისა და ბრიტანეთს შორის მოლაპარაკებების შედეგებზეა დამოკიდებული.  ჯერჯერობით ფუნტს, სიტყვიერი მხარდაჭერა მხოლოდ ცენტრალური ბანკიდან აქვს, კერძოდ კარნის განცხადებით , რომ უახლოეს თვეებში ის განიხილავს აწიოს საპროცენტო განაკვეთი. მაგრამ მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური მაჩვენებლების მხრიდან მას მხარდაჭერა ჯერჯერობით არა აქვს.

ზელანდიური დოლარის დაცემა აშშ დოლარის მიმართ, პოლიტიკური ფაქტორების გამო მოხდა, კერძოდ პარტიამ „ახალი ზელანდია უპირველეს ყოვლისა“ ალიანსი დაამყარა ლეიბორისტულ პარტიასთან.ლეიბორისტები კი ის პარტიაა,რომლებიც ცენტრალური ბანკში სერიოზული რეფორმების გატარებას მოითხოვენ

შევნიშნოთ, რომ ყველაფერი ზემოთ აღნიშნულის ფონზე , ფსს -მ მსოფლიოს სხვა დანარჩენი ცენტრალური ბანკებიდან განსხვავებით, პირველმა დაიწყო ეკონომიკის სტიმულირება. რაც გამოიხატა : ა) მოკლევადიან სესხებზე ფულად საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრებით;

ბ) დოლარის ბალანსის შემცირებით;  გ) განსახილველადაა შესული ახალი საგადასახადო კოდექსი; დ) დღის წესრიგშია ახალი ფსს ხელმძღვანელის დანიშვნის საკითხი. სწორედ ამ კანდიდატის შერჩევაზეა ახლა მთელი ყურადღება გადატანილი.

სულ იხილება 5 კანდიდატურა, ესენია: ჯანეტ იელენი, კონი, ჯერონ პაუელი , კევინ უორში და ჯონ ტეილორი. ამათგან იელენი და პაუელი მომხრეა ფულად საკრედიტო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანა მოხდეს შერბილებული პოლიტიკით, ხოლო დანარჩენები მიიჩნევიან , როგორც მკაცრი პოლიტიკის გამტარებლები.

სავარაუდოდ ჯენეტ იელენი თავის თანამდებობას ვერ შეინარჩუნებს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მან შეინარჩუნა თანამდებობა დოლარი სწრაფად გამყარდება.

ნავთობის ბაზარი პოლიტიკური ფაქტორების ქვეშაა მოქცეული, ეს ფაქტორები მომდინარეობს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებიდან. ამას ასევე ემატება ქარიშხლების სერია, რომლებიც აშშ სანაპიროებს დროდადრო თავს ატყდება , ყველაფერი ეს ნავთობის ფასებს ლოკალურ მაქსიმუმებთან ახლოს ამყოფებს.

მოდით ახლა შევაჯამოთ და მოკლე ,რაკურსით თვალი გადავავლოთ რა მდომარეობაშია საფინანსო ბაზრები დღეს:  ა) დოუ კონსის ინდექსი ბოლო პერიოდში სწრაფი ტემპებით იზრდება იგი მომატებულია და მორიგ მაქსიმუმებს წერს; ბ)აშშ ეკონომიკის ზრდის ტემპები შენელებულია; გ) გაზრდილია ,იპოტეკური,ფიზიკური და იურიდიული პირებზე გაცემული სესხების რაოდენობა,რომლებიც მაქსიმუმამდეა მისული; დ)სენატში,განსახილველად შეტანილია თეთრი სახლის საგადასახადო კოდექსი; ე) აშშ -ს დაეძაბა პოლიტიკური სიტუაცია ირანთან.

ახლა შევხედოთ, რა ხდებოდა ზუსტად 30 წლის წინ.  30 წლის წინ 1987 წლის 19 ოქტომბერს საფონდო ბაზარს „ შავი ორშაბათი“ გაუთენდა.კერძოდ ორი დრის განმავლობაში დოუ ჯონსისა სა S$P ინდექსმა 22% მდე ვარდნა განიცადა.

ეს ვარდნა  ექსპერტებმა მაშინ 1929 წლის 29 ოქტომბრის დიდი დეპრესიის პერიოდს შეადარეს, როდესაც დოუ ჯონსი 25% მდე დაეცა. ინდექსების ვარდნის მიზეზი რამოდენიმე ვერსიით ახსნეს.

მაშინ საფინანსო ბაზრებზე ასეთი ვითარება სუფევდა:  1985-1987 წლებში ამერიკული საფინანსო ბაზარზე დოუ ჯონსის ინდექსი სწრაფი ტემპებით იზრდებოდა. ამერიკული ეკონომიკის ზრდის (მშპ, კორპორატიული მოგებები, და სხვა ) ტემპი შენელდა, ფიზიკური და იურიდიული პირების კრედიტორული დავალიანება მაქსიმუმებამდე იყო ასული, ასევე განიხილებოდა საგადასახადო კოდექსი,იმ პერიოდშიც აშშ გეოპოლიტიკური სიტუაცია დაეძაბა ირანთან. როგორც ვხედავთ ნიშნები და ფაქტორები ერთმანეთს ემთხვევა.

ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ საფინანსო ბაზრებზე „შავი გედი“  ხვალ ან ზეგ მოფრინდება, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება. რაც შეეხება დროს, მოხდება ეს 2 თვეში თუ ერთ წელიწადში ზუსტი თარიღის თქმა ძნელია, მაგრამ ვიმეორებთ, რომ ეს 100% ით მოხდება,"- წერს შენგელია.