გასულ წელს თბილისის მერიაში შრომის ანაზღაურებაზე 16.2 მილიონ ლარზე მეტი; ხოლო პრემია-დანამატებზე - 6.1 მილიონ ლარზე მეტი გაიცა

2016 წლის მდგომარეობით, დედაქალაქის მერიაში შრომის ანაზღაურებაზე 16,2 მილიონ ლარზე მეტი გაიცა. ამის შესახებ, ინფორმაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (idfi) კვლევაშია მოცემული.

მათივე ცნობით, 2016 წელს მერიაში პრემია-დანამატებზე ჯამში 6.1 მილიონ ლარზე მეტია გაცემული. 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2016 წელს მერიაში (ადმინისტრაციასა და საქალაქო სამსახურებში) ჯამში 1198 საშტატო და 80 შტატგარეშე თანამშრომელი იყო დასაქმებული.