რჩევები დამწყებ ბიზნესმენებს და სწრაფი ინტერნეტ სესხები

სწრაფი ინტერნეტ სესხები გახლავთ ფინანსური პრობლემის ოპერატიულად და მარტივად მოგვარების საშუალება.

აღნიშნული პროდუქტი საქართველოში პირველად შემოიტანა მიკრო საფინანსო ორგანიზაცია vivus4finance -მა.

სწორედ vivus.ge გახლავთ ნოვატორი, რომელმაც ქართველ მომხმარებლებს შესთავაზა swrafi sesxebi და მისი სერვისი დღემდე უპირობო ლიდერის სტატუსს ფლობს საკუთარ სეგმენტში.

Vivus -ში შესაძლებელია, მიიღოთ 100 -დან 1200 ლარამდე სწრაფი კრედიტი 30 დღის ვადით.

თუ მცირე ბიზნესით ხართ დაკავებული, აღნიშნული თანხა თქვენი საქმის გაფართოებისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ და მეტ წარმატებას მიაღწიოთ, თუმცა ბიზნესში წარმატების მისაღწევად მხოლოდ ინვესტიციები არ კმარა.

წარმატებისთვის აუცილებელია გქონდეთ დამწყები ბიზნესმენისთვის აუცილებელი უნარები და ცოდნა.

სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში, გთავაზობთ რჩევებს, რომელთა გათვალისწინებაც დამწყებ ბიზნესმენებს წარმატებაში დაეხმარებათ.

რჩევა N1 - მისდიეთ თქვენს გატაცებას და არ დაანებოთ მას თავი!

თქვენი ბიზნესი დაფუძნებული უნდა იყოს თქვენს გატაცებაზე ანუ საქმეზე, რომელიც მოგწონთ და გაინტერესებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმიანობა გაგიჭირდებათ, ენთუზიაზმი მოგაკლდებათ და მოიწყენთ.

ყოველთვის როცა საქმის კეთება დაგეზარებათ ან მიზნის ბოლომდე მიყვანასთან დაკავშირებით ორჭოფობას დაიწყებთ, გაიხსენეთ თუ რატომ დაიწყეთ ბიზნესი.

გაიხსენეთ თქვენი მიზანი და უთხარით საკუთარ თავს, რომ ის ყველა დაბრკოლებაზე უფრო მნიშვნელოვანია.

რჩევა N2 - გახსოვდეთ, ფული მნიშვნელოვანია!

მუდამ გახსოვდეთ, რომ ფულის გადინებისა და შემოდინების პროცესი ბიზნესის წარმატების განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორია.

აკონტროლეთ ეს ორი პროცესი და მათი თანაფარდობა.

რჩევა N3 - დაიქირავეთ ჭკვიანი ადამიანები

გამოყავით დრო კარგი თანამშრომლების მოსაძებნად.

თქვენი ბიზნესის წარმატება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე თუ ვინ მონაწილეობს მასში და ვინ როგორ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს.

გონივრული გადაწყვეტილება იქნება იმ სპეციალისტების დაქირავებაც, რომლებიც გააკეთებენ იმ საქმეს რომლის კეთებაც თქვენ არ გიყვართ და არ გსიამოვნებთ.

ამ გზით თქვენ მოახერხებთ მეტი დრო დაუთმოთ უფრო მნიშვნელოვან საქმეებს და თანაც შეინარჩუნოთ კარგი განწყობა.

რჩევა N4 - სწორი კავშირი პარტნიორებთან.

ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობა უნდა იყოს ორმხრივი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენმა კავშირმა სარგებელი ორივე მხარეს უნდა მოუტანოს.

რჩევა N5 - დაიზღვიეთ თავი მოულოდნელობებისგან!

ზოგადად ცხოვრება და მისი თითოეული ელემენტი სავსეა მოულოდნელობებით, გამონაკლისს არ წარმოადგენს არც ბიზნეს საქმიანობა.

მოულოდნელობების შინაარსი მრავალფეროვანი გახლავთ და შესაძლოა ზოგიერთი მათგანი უსიამოვნოც იყოს.

სავალალო შედეგებისგან თავის დაცვის მიზნით, წინასწარ უნდა იყოთ მზად სიტუაციის ნებისმიერი შესაძლო განვითარებისთვის.

თუ მაინც მოხდა რაღაც გაუთვალისწინებელი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიბნეთ და არ უნდა მიეცეთ სასოწარკვეთილებას.

რჩევა N6 - მიიღეთ რჩევები!

დამოუკიდებლობა და განსაკუთრებით გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, სასურველია, რომ მოისმინოთ გამოცდილი ადამიანების აზრი.

სხვადასხვა მოსაზრებები შესაძლოა სწორ გადაწყვეტილებამდე მისვლაში დაგეხმაროთ.