საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქსელის გაუმჯობესების მიზნით, 23 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქსელის გაუმჯობესების მიზნით, 23 ოქტომბერს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

როგორც  კომპანია „თელასში“ აცხადებენ, ნაძალადევის რაიონში 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხრანის, თიანეთის, გუდამაყრის, ტიბაანის, დავით გარეჯელის და ხორნაბუჯის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, ჭიაურელის, ლუბლიანას, ჭოხონელიძის და ონიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.