„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის’’ (IDFI) ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ავალიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე თბილისის მერიის ერთ-ერთი ააიპ-ის საშტატო ნუსხისა და თანამშრომლების ანაზღაურების შესახებ წერს.
მისი ინფორმაციით, ააიპ-ში დასაქმებულ მეთუნექე-მეეზოვეს - 400 ლარი აქვს; მეეზოვეს - 250 ლარი; ფანჯრის მწმენდავს - 200; სპეციალისტს (ენერგოწყალმომარაგება) – 300 ლარი; სანტექნიკოსს - 300; ელ.მექანიკოსს-250; კომენდანტს 800 ლარი; მუშას/დურგალს/მეეზოვეს - 500; გათბობის სისტემის სპეციალისტს - 400 ლარი; მუშას -250; რადისტს/ატ.სპეცილისტს - 450; მუშას - 400; ტექნიკ/რადისტს - 150 ლარი.
ამასთან, პოსტის ავტორი „პროფესიების შეუთავსებლობაზეც“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ „არსებობს მეთუნუქე მეეზოვე და უბრალოდ მეეზოვე“.