კომპანია Johnson&Johnson-ს 417 მილიონის ჯარიმა დაეკისრა

ლოს-ანჯელესის მოსამართლემ კომპანია Johnson & Johnson-ს მისი წარმოების ტალკის გამოყენებით დაზარალებულის სასარგებლოდ 417 მილიონი დოლარის ჯარიმა დააკისრა. მომჩივანი ქალბატონის განცხადებით, აღნიშნულმა პროდუქტმა მას საკვერცხეების სიმსივნე გაუჩინა.

ეს გადაწყვეტილება სასამართლომ კომპანიის მიერ 2 თვის წინ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ მიიღო. რაც შეეხება მომჩივან მხარეს, დაზარალებული ქალი ევა ჩევერია ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. 

ჩევერია "ჯონსონ ენდ ჯონსონის" საბავშვო ტალკს ყოველდღიურად იყენებდა ჰიგიენური მიზნებისთვის, 2007 წელს კი მას საკვერცხეების სიმსივნე აღმოუჩინეს.

კოკა კვირკველია