ფრანგი ბლოგერი - "არ წახვიდეთ საქართველოში"

ფრანგმა რეჟისორმა და ფოტოგრაფმა ბენჟამინ მარტინმა, რომელიც ბლოგერ ტოლტის სახელით არის ცნობილი, საქართველოს შესახებ ვიდეო, სახელწოდებით „არ წახვიდეთ საქართველოში“ გადაიღო.

ფრანგმა ბლოგერმა სახელი გაითქვა თავისი სამოგზაურო ვიდეოებით, რომელსაც ის სწორედ ასე არქმევს „არ წახვიდეთ ალჟირში“, „არ წახვიდეთ ირანში“ და ასე შემდეგ. თუმცა, რეალურად ვიდეოში ბლოგერი ხაზს უსვამს ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს და ყველას მოუწოდებს, ნახონ კონკრეტული ქვეყანა.

როგორც ბენჟიმინ მარტინი ამბობს, ამ დამაინტრიგებელი სათაურით მოგზაურობის მოყვარულებს მოუწოდებს, აღმოაჩინონ საქართველოს ღირსშესანიშნაობები და განუმეორებელი კულტურა.