მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაყურებელი თითქმის ყველა ქართულ არხს შეუმცირდა. რეიტინგის TOP 10 ტელევიზიიდან, მკვეთრი ზრდა „პალიტრანიუსს“ და „ტვ პირველს“ აქვს.
კომპანია „ტრი მედია ინტელიჟენსის“ მონაცემებით, რომელიც საქართველოს სატელევიზიო აუდიტორიას ზომავს, ბოლო 10 თვის მონაცემების შეჯამებით ჩანს, რომ აღნიშნულ პერიოდში წუთში მაყურებლის საშუალო რაოდენობა შეუმცირდა ტელეკომპანია „იმედს“- 5%-ით, „რუსთავი 2“-ს - 16%-ით, „კომედი ტვ“-ის - 25%-ით, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ – 33%-ით, „მაესტროს“–66%-ით და „მარაოს“- 24%-ით.
ამავე კვლევის თანახმად, პირველი ათეულის ტელევიზიებიდან 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში მაყურებელთა რაოდენობა მკვეთრად გაეზარდა „ტვ პირველს“ - 67%-ით და „პალიტრა ნიუსს“ - 57%-ით. შედარებით ნაკლები, მაგრამ დადებითი ტრენდი აქვს GDS-ს-20% და „სილქ უნივერსალს“- 5%.
„ტვ პირველის“ რეიტინგის ზრდას ძირითადად რამდენიმე თოქ-შოუ, ასევე სერიალები და ფილმები განაპირობებს, „პალიტრანიუსი“ კი აქცენტს საინფორმაციო მაუწყებლობაზე აკეთებს, რასაც რამდენიმე თოქ-შოუც ემატება.
აღსანიშნავია, რომ „ტი-ემ-აი“-ს მონაცემები მომზადებულია 18+ აუდიტორიის კვლევის მიხედვით.