კრისტის აუქციონზე და ვინჩის ნამუშევარი რეკორდულ ფასად გაიყიდა

500 წლის წინ შესრულებული ტილო, რომელზეც ქრისტეა გამოსახული და რომელიც ლეონარდო და ვინჩის ნამუშევრად არის მიჩნეული, ნიუ იორკის „კრისტის“ აუქციონზე რეკორდულ თანხად გაიყიდა.

ტილო Salvator Mundi (სამყაროს მხსნელი)-ის სახელით არის ცნობილი.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ნამუშევარში უცნობმა მყიდველმა 450,3 მილიონი დოლარი გადაიხადა.

„ბიბისის“ ცნობით, ამ ფასად დღემდე არც აუქციონზე და არც კერძოდ ხელოვნების არცერთი ნიმუში არ გაყიდულა.

1958 წელს დავინჩის ეს ტილო ლონდონის აუქციონზე 45 ფუნტად გაიყიდა. იმ პერიოდში ვრცელდებოდა სხვადასხვა ინფორმაცია, რომ ტილოს ავტორი ლეონარდოს მიმდევარი იყო და არა თავად და ვინჩი.

წინა რეკორდი ეკუთვნის პაბლო პიკასოს ნამუშევარს „ალჟირელი ქალები“, რომელიც ნიუ-იორკში Christie's-ის აუქციონზე ყატარის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჰამად ალ ტანიმ 179 მლნ დოლარად შეიძინა.