მდიდრები, რომლებიც ქონებას შვილებს არ უტოვებენ

ბევრი ბიზნესმენი სწორედ იმიტომ მუშაობს თავდაუზოგავად, რომ შვილებს უზრუნველი ცხოვრება შეუქმნას.

„ბიზნესინსაიდერი“ კი წარმოგიდგენთ 12 ყველაზე მდიდარ ადამიანს, რომელიც შვილებისთვის ქონების დატოვებას არ აპირებს.

ნიგელა ლოუსონი - ქონება 15 მილიონი დოლარი

ნიგელა ლოუსონი მწერალი და ჟურნალისტია. ის 15 მილიონი დოლარით იმ უმდიდრეს ადამიანებს შორისაა, ვინც შვილებისთვის ქონების დატოვებას არ აპირებს.

გორდონ რამსი - ქონება 160 მილიონი დოლარი

ბრიტანელი შეფ-მზარეული და ტელეწამყვანი, გორდონ რამსი შვილებისთვის თავისი 160 მილიონი დოლარის დატოვებას არ აპირებს. „ისინი ასეთ მემკვიდრეობას ნამდვილად არ მიიღებენ. განა იმიტომ, რომ ასეთი ბოროტი ვარ. ეს მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი არ გაფუჭდნენ“, - განაცხადა რამსიმ.

სტინგი - ქონება 300 მილიონი დოლარი

ცნობილი მუსიკოსი, 16 გრემისა და ოქროს გლობუსის მფლობელი სტინგი 300 მილიონ დოლარს ფლობს. მან საჯაროდ განაცხადა, რომ მისი 6 შვილი ქონების მხოლოდ მცირე ნაწილს მიიღებს, რადგან მის დახარჯვას მეუღლესთან ერთად თავად აპირებს. ის თვლის, რომ შვილებმა ფული თავად უნდა გამოიმუშაონ.

ელტონ ჯონი - ქონება 480 მილიონი დოლარი

„ფორბსის“ ინფორმაციით, მომღერალ ელტონ ჯონის ქონება დაახლოებით 480 მილიონ დოლარს შეადგენს. მას და მის მეუღლეს, დევიდ ფურნიშს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ, თუმცა მათთვის ქონების დატოვებას არ აპირებენ. ჯონი თვლის, რომ ამით შვილები ფულისა და სამუშაოს პატივისცემას ისწავლიან.

სიმონ კოველი - ქონება 550 მილიონი დოლარი

პროდიუსერი სიმონ კოველი, რომელიც „იქს ფაქტორის“ და ამერიკისა და ბრიტანეთის „ნიჭიერის“ პროდიუსერადაა ცნობილი, 550 მილიონი დოლარის მფლობელია. ის თავისი ქონების დახარჯვას ქველმოქმედებაში აპირებს.

ენდრიუ ლოიდ უებერი - ქონება 1.2 მილიარდი დოლარი

მუსიკალური თეატრის კომპოზიტორი ერთი მილიარდის მფლობელია, თუმცა თავისი ხუთი შვილისთვის მემკვიდრეობის დატოვებას არ აპირებს. ის თავისი ქონების ჩადებას მუსიკალურ პროექტებში გეგმავს.

ჯორჯ ლუკასი - ქონება 5.3 მილიარდი დოლარი

ამერიკელმა პროდიუსერმა, „ვარსკვლავური ომებისა “ და ინდიანა ჯონსის საგას შემქმნელმა, ჯორჯ ლუკასმა 5.3 მილიარდი დოლარი დააგროვა. 4 შვილის მამა თანხის უმეტეს ნაწილს განათლებაში ჩადებს.

პიერ ომიდიარი - ქონება 10.1 მილიარდი დოლარი

„იბეის“ დამფუძნებელმა პიერ ომიდიარმა 1995 წლიდან დღემდე 10 მილიარდ დოლარზე მეტი დააგროვა. პიერ და პემ ომიდიარების განცხადებით, მათ ოჯახს იმაზე მეტი ფული აქვთ, რაც რეალურად სჭირდებათ. შესაბამისად, ისინი აპირებენ რომ ფულის დიდი ნაწილი მსოფლიოს სხვადასხვა პრობლემას მოახმარონ.

მაიკლ ბლუმბერგი - ქონება 47.1 მილიარდი დოლარი

მაიკლ ბლუმბერგი კომპანია „ბლუმბერგის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მსოფლიოს 10 მდიდარ ადამიანს შორისაა, რომლის ქონებაც 47.1 მილიარდ დოლარს შეადგენს. ისიც არ აპირებს შვილებს თავისი ქონება დაუტოვოს.

მარკ ცუკერბერგი - ქონება 74 მილიარდი დოლარი

გიგანტური სოციალური ქსელის, Facebook-ის დაფუძნებით, მარკ ცუკერბრგმა 74 მილიარდი დოლარი იშოვა. მას შემდეგ, რაც მისი პირველი ქალიშვილი დაიბადა, ცუკერბერგმა საჯაროდ განაცხადა, რომ ქონების 99 პროცენტს ქველმოქმედებაში დახარჯავდა.

უორენ ბაფეტი - ქონება 78.9 მილიარდი დოლარი

ოურენ ბაფეტი 78.9 მილიარდი დოლარით მსოფლიოში სიმდიდრით მეორე ადგილზეა. მას გადაწყვეტილი აქვს, რომ სიკვდილის შემდეგ შვილებს არაფერი დაუტოვოს.

ბილ გეითსი - ქონება 89.6 მილიარდი დოლარი

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსს ბილ გეითსი იკავებს. ის და მისი მეუღლე მსოფლიოს უდიდეს კერძო საქველმომედო ორგანიზაციას ფლობენ და გეგმავენ, რომ მათი ქონების დიდი ნაწილი სწორედ ქველმოქმედებას მოახმარონ. მაგნატის განცხადებით, მისი სამი შვილი ამ ქონებიდან მხოლოდ 10 მილიონ დოლარს მიიღებს.