რუსეთში ბრილიანტის iPhone X-ი გამოუშვეს, რომელიც მოსკოვში ბინის ფასი ღირს

სმარტფონებისა და აქსესუარების რუსულმა ლუქს-ბრენდმა Сaviar 344 ბრილიანტის ქვით გაწყობილი iPhone X გამოუშვა, რომელიც კოლექცია „რუსეთის მემკვიდრეობის“ ნაწილია.

ბრილიანტის სმარტფონი 2,5 მილიონი რუბლი ღირს. ამავე ფასად მოსკოვში 1-ოთახიანი ბინის ყიდვაა შესაძლებელი. კომპანიის განცხადებით, აღნიშნული მოდელის მხოლოდ ერთი ექსკლუზიური ეგზემპლარი შეიქმნება.

გარდა ამისა, კომპანიამ კიდევ ერთი ექსკლუზიური მოდელი შექმნა Caviar iPhone X, რომელიც შავ ხიზილალას მიუძღვნა. ტელეფონის კორპუსი მთლიანად შავი ხიზილალის ფაქტურით არის დაფარული, ზედ კი რუსეთის გერბი და ჰიმნიდან რამდენიმე სტრიქონია დატანილი.