10 ყველაზე პოპულარული ქალაქი Instagram-ზე

სოციალური ქსელ “ინსტაგრამზე” 2017 წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად გაკეთებული „ჩექ-ინების“ მიხედვით წლის ყველზე პოპულარული 10 ქალაქი დასახელდა.

მონაცემებში ასახულია მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 17 ნოემბრამდე პერიოდი.

კვლევის შედეგად გაირკვა, რომ „ინსტას“ მომხმარებლებს შორის ყველაზე პოპუალრული ქალაქი ნიუ-იორკია, ხოლო ამ ქალაქის ყველაზე პოპულარულ ლოკაციებს შორისაა ბრუკლინის ხიდი, თაიმს სქვერი და ცენტრალ პარკი. წლევანდელ რეიტინგში მეორე ადგილისთვის ბრძოლაში ერთმანეთს ლონდონი და მოსკოვი ეცილებოდნენ, თუმცა რუსეთის დედაქალაქმა ეს ჭიდილი საბოლოოდ მოიგო და ლონდონი მხოლოდ მესამე აღმოჩნდა. მეოთხე ადგილზე ბრაზილიის „სინათლის ქალაქი“ სან პაოლოა, ხოლო ხუთეულს კრავს პარიზი.

წარმოდგინგენთ „ინსტაგრამის“ ყველაზე პოპულარულ 10 ქალაქს.

10. ბარსელონა

9. სტამბოლი

8. ჯაკარტა

7. სანქტ პეტერბურგი

6. ლოს ანჟელესი

5. პარიზი

4. სან პაოლო

3. ლონდონი

2. მოსკოვი

1. ნიუ იორკი

კოკა კვირკველია