მხოლოდ შვიდ პროდუქტზე ფასის შეცვლა სიკვდილიანობას შეამცირებს

ყველასათვის ცნობილია, რომ არასწორი კვება, მრავლი დაავადების განვითარების სწინდარია.

ტაფტსის უნივერსიტეტის თანამშრომლების აზრით, მხოლოდ შვიდ პროდუქტზე ფასის შეცვლა, საკმარისი იქნება დიაბეტითა და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის რეალურად შესამცირებლად.

თუ ზოგიერთ ხილზე, ბოსტნეულზე, ბურღულეულსა და ნიგოზზე ფასი 10 პროცენტით დაიკლებს, ხოლო დამუშავებულ ან დაუმუშავებელ წითელ ხორცსა და ტკბილ სასმელებზე გაიზრდება, სიკვდილიანობის სტატისტიკა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. აშშ-ის მასშტაბით მსგავსმა ცვლილებამ შესაძლებელია წელიწადში, 23000 სიკვდილი აარიდოს თავიდან ქვეყანას.

მეცნიერები ყველაზე დიდ ცვლილებას უკავშირებენ ხილსა და ბოსტნეულზე ფასების კლებას, ხოლო ტკბილ სასმელებზე ფასის მატებას.

ფინანსური სტიმულით შეიძლება ბევრმა უარი თქვას მავნე პროდუქტების შეძენაზე და გადავიდეს სწორ კვებაზე.

ლალი ჩხიკვაძე

წყარო: mkurnali.ge