პარლამენტი 2017 წელს გამოშვებულ 19 სედანს ყიდულობს

საქართველოს პარლამენტს 19 სედანის ტიპის ავტომობილის შეძენისთვის ტენდერი აქვს გამოცხადებული. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 855 000 ლარია.

6 დეკემბერს გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 15 დეკემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ავტომობილები ექსპლუატაციაში არმყოფი და არანაკლებ 2017 წელს უნდა იყოს გამოშვებული.

ამასთან, ისინი შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ: გარბენი არაუმეტეს 30კმ; კარების რაოდენობა არანაკლებ 4; საწვავის ტიპი ბენზინი; ძრავის მოცულობა არანაკლებ 1.6, არაუმეტეს 2.0; ცხენის ძალა არანაკლებ 120; გადაცემათა კოლოფი ავტომატური, არანაკლებ 6 საფეხურიანი; სიგრძე არანაკლებ 4550, არაუმეტეს 4800; სიგანე არანაკლებ 1700; სიმაღლე არანაკლებ 1450; წვა (შერეული წვის პირობებში) 100 კმ-ზე არაუმეტეს 8 ლიტრი; ელექტროშუშები ოთხივე; ალუმინის დისკები; სათადარიგო საბურავი ალუმინის დისკით; მინიმუმ ოთხი უსაფრთხოების ბალიში; კონდიციონერი; აუდიო სისტემა; საჭის გამაძლიერებელი; ABS; წინა და უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები; საჭის სიმაღლის მარეგულირებელი; სარკეების ელ. რეგულირება; საჭე მარცხნივ; ძარის ფერი ვერცხლისფერი; სალონის ფერი შავი; უკანა საქარე მინის ელ. გათბობა და NCAP (ევრო ქრაშ ტესტი), ან IIHS (ამერიკული ქრაშ ტესტი), ან JNCAP (იაპონური ქრაშ ტესტი).