რა ტარიფით მოგიწევთ მოტოციკლებისა და მოპედების განბაჟება?

მოპედების და მოტოციკლების განბაჟება ძრავის მოცულობის მიხედვით მოხდება.

აღნიშნულთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით ნოემბერში დაამტკიცა.

კანონპროექტის ავტორების განცხადებით, ცვლილება ეკოლოგიურად სუფთა და გარემოსადმი ნაკლებად საზიანო ტრანსპორტის გამოყენებას შეუწყობს ხელს.

მოტოციკლებისა და მოპედების განბაჟების წესის ცვლილება საგადასახადო კოდექსში უკვე აისახა. კერძოდ, ყველაზე მაღალი ტარიფი 14 და მეტი წლის წინ გამოშვებულ მოტოციკლებსა და მოპედებზეა დაწესებული, ხოლო ყველაზე ნაკლები 2-5 წლის ასაკის იგივე სახის სატრანსპორტო საშუალებებზე.

ცნობისთვის, აღნიშნულ ცვლილებამდე, მოტოციკლების განბაჟების ღირებულება სატრანსპორტო საშუალების ღირებულების 18% იყო.

ქვემოთ მითითებულ ცხრილში მოცემულია მოტოციკლების, მათ შორის მოპედების განბაჟების ახალი ტარიფები:

bpn