Forbes-მა 2017 წლის ყველაზე სწრაფად მზარდი ქონების მქონე ბიზნესმენების რეიტინგი შეადგინა.
ჩამონათვალში ლიდერობს კომპანია Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომლის ქონებაც ამ ერთი წლის განმავლობაში 33,8 მილიარდი დოლარით 98,6 მილიარდამდე გაიზარდა.
რეიტინგში მეორე ადგილზეა კომპანია Evergrande Group-ის მფლობელი, სიუ ცზიანი, რომლის აქტივების ღირებულება ერთი წლის განმავლობაში 27,4 მილიარდი დოლარით 36,5 მილიარდამდე გაიზარდა.
ლიდერ სამეულს კრავს Louis Vuitton-ის ჯგუფის პრეზიდენტი ბერნა არნო, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში 23,6 მილიარდი დოლარით გამდიდრდა და მისმა ქონებამ 40,3 მილიარდი შეადგინა.
ათეულში ასევე მოხვდნენ Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი (+ 23.6 მილიარდი და ჯამში 72 მილიარდი), კომპანია Tencent-ის დამფუძნებელი მა ჰუანტენი ( + 21.8 მილიარდი და ჯამში 44.3 მილიარდი), მედიამაგნატი მუკეშ ამბანი ( + 18 მილიარდი და ჯამში 41,1 მილიარდი), მექსიკელი კარლოს სლიმი (+15.3 მილიარდი და ჯამში 65,1 მილიარდი), აზიის უმდიდრესი ქალი იანგ ჰუიანი (+14.8 მილიარდი და ჯამში 22.8 მილიარდი), კომპანია Oracle-ის დამფუძნებელი ლარი ელისონი (+ 13.3 მილიარდი და ჯამში 61 მილიარდი) და ბოლო, მეათე ადგილზე გავიდა სააუქციონო სახლ „კრისტის“ მფლობელი ფრანსუა პინო (+ 12.5 მილიარდი და ჯამში 27.3 მილიარდი).
კოკა კვირკველია