2017 წელს 369 სუპერ იახტა გაიყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 5%-ით მეტია. ქვემოთ წარმოგიდგენთ წლის განმავლობაში გაყიდულ ყველაზე შთამბეჭდავ იახტებს.
11. „ანდიამო“ - ფასი 35 მლნ ევრო. იახტა დამზადებულია იტალიური ფირმის „ბენეტის“ მიერ. მისი სიგრძე 59 მეტრია და დამზადებულია 2009 წელს. თავდაპირველად მისი სახელი „ლედი ლარა“ იყო, თუმცა 2017 წლის იანვარში ახალმა მყიდველმა მას ანდიამო უწოდა. ამას მოჰყვა მისი დიზაინის შეცვლა. იახტა მთლიანად თეთრი იყო, თუმცა ახლა იახტის კორპუსი მუქი ლურჯია. გემბანზე არის დიდი ჯაკუზი და სავარჯიშო დარბაზი.
10. „დინასტია“ - ფასი 29.5 მლნ აშშ დოლარი. დამზადებულია 2008 წელს იტალიური მწარმოებლის „ ბენეტის“ მიერ. მისი სიგრძე 59 მეტრია და დიდი შიდა ფართითაა ცნობილი. ის პირველად 2013 წელს გამოიტანეს გასაყიდად და მისი ფასი 36 მლნ ევრო იყო, თუმცა 2015 წელს ის მთლიანად გადააკეთეს და გადაღებეს. იახტა 2017 წლის ივლისში 29.5 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა. მისი ინტერიერი რთულად მოქარგული ქსოვილებითა და ორნამენტებით არის შესრულებული. მუქი ხითა და თეთრი ავეჯით გაწყობილი იახტა 12 სტუმარს იტევს და 6 კაიუტა აქვს.
9. „იღბლიანი ლედი“ - ფასი 39.7 მლნ დოლარი. დამზადებულია ჰოლანდიური ფირმის oceanco-ს მიერ 2002 წელს. 2017 წლის იანვარში იახტა 39 750 000 აშშ დოლარად გაიყიდა და სახელად „იღბლიანი ლედი“ უწოდეს. იახტის გემბანზე არის აბაზანა ჩანჩქერის ეფექტითა და ცხელი წყლით, ცისკენ მიმართულ sky lounge-ს აქვს დიდ ფანჯრები, ხოლო კაპიტნის კაბინას 180 გრადუსიანი პანორამული ხედი აქვს, რომელიც იახტის ცხვირისკენაა მიმართული.
8. „ღელვა“ - ფასი 48.5 მლნ დოლარი. იახტა, რომლის სიგრძე 63.84 მეტრია, 2006 წელსაა დამზადებული Royal Denship-ის მიერ. 2017 წლის დასაწყისში ის 48 500 000 აშშ დოლარად გაიყიდა. იახტა გააკეთეს სამეცნიერო ექსპედიციებისთვის. იახტაზეა კლიმატოლოგიის ლაბორატორია, ასევე კვლევითი განყოფილებები, სადაც ოკეანეებზე გლობალური დათბობის ეფექტი უნდა შეესწავლათ. ალუბლის ხის ინტერიერით გაწყობილ იახტას 16 სტუმრის მიღება შეუძლია და 8 კაიუტა აქვს. კაპიტნის კაბინა ცალკე გემბანზეა მოთავსებული.
7. „ნატიტა“ - 65.99 მეტრი სიგრძის იახტა 2005 წელს რუსი მილიარდერის, ალიშერ უსმანოვისთვის დაამზადეს. მისი ფასი 39.9 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. იახტა ჰოლანდიური ფირმის oceanco-ს მიერაა დამზადებული. 2010 წელს ეს იახტა უილიამ კალოპმა 59.9 მლნ ევროდ შეიძინა. შესაძენად საჭირო თანხა კი Goldman Sachs-ისგან ისესხა 2014 წელს, თუმცა სესხის დაბრუნება ვეღარ შეძლო, რის გამოც იახტა Goldman Sachs-ს დარჩა. ბანკმა ის 39.9 მლნ აშშ დოლარად გაყიდა.
6. „პორტრეტი“ (Icon) - ფასი 48.5 მლნ ევრო. იახტა დამზადებულია ჰოლანდიური ფირმის Icon Yachts-ის მიერ, რომლის სიგრძე 62.5 მეტრს შეადგენს. თავიდან მისი ფასი 62.5 მლნ ევრო იყო, თუმცა შემდეგ 48.5 მლნ ევროდ გაიყიდა. მისი დიზაინი ეკუთვნის Redman Whiteley Dixon-ს. იახტის ყველაზე შთამბეჭდავი მახასიათებლებია სპა აუზი შუშის გამჭვირვალე ძირით, კლუბი, საუნა და თურქული აბანო. 2014 წელს იახტა გადააკეთეს, რის შემდეგაც სიგრძეში გაიზარდა და ახლა 67.5 მეტრს შეადგენს. იახტას შეუძლია 12 სტუმრის დატევა 6 კაიუტაში და ეკიპაჟის 17 წევრის ყოლა.
5. „მფრინავი მელა“ - მისი ფასი საჯარო არაა. იახტის სიგრძე 73.5 მეტრია და გერმანიაშია დამზადებული Nobiskrug-ის მიერ. იახტის მახასიათებლებიდან ყველაზე შთამბეჭდავია კლუბი, სავარჯიშო დარბაზი გემბანზე, შიდა კინოდარბაზი სრული აღჭურვილობით. იახტაზე არსებულ 6 კაიუტაში 12 სტუმრის განთავსებაა შესაძლებელი. გასაყიდად 2017 წლის ზაფხულში გაიტანეს და ნოემბერში უკვე გაიყიდა. მისი ფასი არ გასაჯაროვებულა.
4. „ზევსი“ - ფასი 47.5 მლნ ევრო. იახტა 1991 წელს არის დამზადებული, რომელიც თავდაპირველი მფლობელის გარდაცვალების შემდეგ, 1999 წელს, ამერიკელმა მილიონერმა და Oracle-ის დამფუძნებელმა, ლარი ელისონმა შეიძინა. მან იახტის გემბანზე კალათბურთის მოედანი დაამატა. იახტა 2009 და 2016 წლებში კიდევ გადააკეთეს, 2016 წლის აგვისტოში კი გასაყიდად გაიტანეს. ის 47 500 000 აშშ დოლარად გაიყიდა.
3. ჩრდილოეთის ვარსკვლავი - ფასი 83 მილიონი ევრო. 75 მეტრი სიგრძის იახტის ინტერიერი „ქანთრის“ სტილშია გაწყობილი და 12 სტუმრის მიღება შეუძლია. იახტაზე არის ოთახები ეკიპაჟის 22 წევრისთვისაც, რათა სტუმრების ყველა მოთხოვნა დაყოვნების გარეშე სრულდებოდეს. იახტაზე მოწყობილია სავარჯიშო დარბაზი, ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი, საცურაო აუზი და ჯაკუზი. იახტა საბოლოოდ 2017 წლის ივნისში გაიყიდა 83 მლნ ევროდ.
2. „სოლანჟი“ (Solandge) - ფასი 155 მლნ ევრო. 88.5 მეტრი სიგრძის იახტა წელს 155 000 000 ევროდ გაიყიდა. სუპერიახტას 12 სტუმრის მიღება შეუძლია და აქვს 7 კაიუტა. კაპიტნის კაიუტას 180 გრადუსიანი პანორამული ხედი აქვს, კერძო გასახდელი, მამაკაცისა და ქალების აბაზანები და განცალკევებული გემბანი სპა აუზით.
1. „ულისე“ - ფასი 195 მლნ აშშ დოლარი. 2016 წელს გაკეთებულ იახტას აქვს საცურაო აუზები, სპა დარბაზები, ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი. 2017 წელს ის 195 000 000 აშშ დოლარად გაიყიდა. ამ იახტის ისტორია 2013 წელს იწყება, როცა გრემი ჰარტმა 107 მეტრიანი იახტის შეკვეთა მისცა ნორვეგიულ გემთმშენებელ კომპანია Kleven-ს. ყველაზე შთამბეჭდავი ისაა, რომ მას აქვს ორი ჩაშენებული ამწე, რითაც ოპერაციის შესრულება დაახლოვებით 1 საათში შეუძლია.
იხილეთ ფოტოგალერეა