რამდენიმე საცხობმა პურის ფასი უკვე გაზარდა - ამის შესახებ, რადიო “პალიტრას” გადაცემაში „საქმე“ პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელმა, მალხაზ დოლიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საცხობების ნაწილში პური 5-10 თეთრით არის გაძვირებული.
„ტარიფები იზრდება და ეს მეწარმისთვის მტკივნეულია, რადგან სწორედ ტარიფიდან გამომდინარე ხდება პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება. ხოლო თუ მეწარმეს პროდუქციის თვითღირებულება გაეზარდა, ორი გზა რჩება - ან პროდუქციის ფასი გაზარდოს, ან წონაში შეამციროს,“-აღნიშნა დოლიძემ.
ამასთან, მოსალოდნელია, რომ წყლისა და ელექტროენერგიის ტარიფების ზრდას ფქვილის გაძვირებაც მოჰყვება. როგორც მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან სილაგავამ გადაცემა „საქმეში“ განაცხადა, ორივე ტარიფი ფქვილის ფასზე მოქმედებს და წინასწარი დათვლებით, ფასი 1 ტომარაზე დაახლოებით 20-50 თეთრის ფარგლებში გაიზრდება.
იხილეთ ვიდეო: PALITRANEWS-ზე