თურქეთი შავ და ხმელთაშუა ზღვებს კიდევ ერთი არხით დააკავშირებს

თურქეთი უახლოეს მომავალში დაიწყებს ახალი 45 კილომეტრიანი არხის მშენებლობას, რომელიც შავ ზღვასა და ხმელთაშუა ზღვებს დააკავშირებს.

ამ ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრის, აჰმედ არსლანის განცხადებით, მეგაპროექტის დასრულება 2023 წლისთვის იგეგმება, სწორედ იმ დროისთვის, როცა თურქეთი აღნიშნავს თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს.

არხის გაჭრა სტამბოლის ფარგლებში, ბოსფორის სრუტის პარალელურად მოხდება. მისი ამუშავება კი ხელს შეუწყობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული არხის განტვირთვას, რომელსაც ყოველწლიურად 50 ათასამდე ხომალდი გადის.

მხოლოდ არხის პროექტის ღირებულება 14 მილიარდი ევროა, თუმცა მისი საბოლოო დანახარჯები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

აღნიშნული პროქტი გახლავთ ერთ-ერთი ნაწილი იმ მეგაპროექტებისა, რომლის განხორციელებაც სტამბოლში იგეგმება, მათ შორის არის სამი წყალქვეშა საავტომობილო გვირაბის გათხრა და ახალი აეროპორტის მშენებლობა, რომელიც როგორც ამბობენ, მსოფლიოში ყველაზე დიდი აეროპორტი იქნება.

კოკა კვირკველია