მუნიციპალურ ბაღებში ბავშვების დატოვება შესაძლოა ორი საათით გახანგრძლივდეს

მუნიციპალურმა საბავშვო ბაღებმა შესაძლოა მოქალაქეებს გახანგრძლივებული სერვისი შესთავაზონ.

ამის შესახებ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემა „საქმე“ განაცხადა.

„ჩემი თანამდებობაზე დანიშვნიდან დაახლოებით 10 დღეში შევხვდი მშობლების გარკვეულ ნაწილს, თითეული ბაღის წარმომადგენლებს და ბაღებში გახანგრძლივებული სერვისის შემოღების ინიციატივა 200-მდე მშობელს ჰქონდა. კერძოდ, საუბარი იყო 18:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში დამატებითი სერვისის დანერგვაზე. ამ ეტაპზე, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დგას და გარკვეული კონცეფციის შემუშავებაზე ვმუშაობთ,“-განაცხადა გვანცელაძემ.