მერია „მარშუტკების“ მოწესრიგების კუთხით სერიოზული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს

„მერიას სპეციალური სანებართვო პირობები აქვს დადგენილი, რომლის მიხედვითაც სამარშრუტო ტაქსებმა უნდა იმუშაონ“.

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ დედაქალაქის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მერია ამ მიმართულებით აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებს ყველა კომპანიასთან, რომელიც სამარშრუტო ხაზებს კურირებს.

„მერია ამ მიმართულებითაც გეგმავს სერიოზული ნაბიჯების გადადგმას. ჩვენ მომავალ კვირაშიც უნდა შევხვდეთ ამ კომპანიების წარმომადგენლებს. შეხვედრაზე სამარშრუტო ტაქსების მიერ განაწესის შესრულების საკითხი განიხილება. ამ კომპანიებს მკაცრად უნდა მოვთხოვოთ სანებართვო პირობების შესრულება და ამ მიმართულებით ჩვენი პოლიტიკა უფრო შეუვალი უნდა გახდეს,“-განაცხადა ბითაძემ.