მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანია დაშავებული.
შეგახსენებთ, რომ მეტრო „ვარკეთილს“ რეაბილიტაცია ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა. კერძოდ, ”ვარკეთილის” სადგურის სარემონტო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა.
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მეტრო ”ვარკეთილში” განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო. სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები, ტურნიკეტები და მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩააატარა, რომელმაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 396 600 ლარი, კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა კი 347 852 ლარი იყო.