ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2017 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
საანგარიშო პერიოდში ხუთი ყველაზე მომგებიანი ბანკის წმინდა მოგებამ ჯამში 776,863,329 ლარი შეადგინა. მთლიანად საბანკო სექტორის მოგება კი 869,7 მილიონი ლარი.
ანგარიშგებების მიხედვით, ყველაზე მეტი მოგება „საქართველოს ბანკმა“ მიიღო, რომლის წმინდა მოგებამაც - 371,745,599 ლარი შეადგინა; მის მიერ გადახდილმა მოგების გადასახადმა კი - 32,849,606 ლარი.
მას მოსდევს „თიბისი ბანკი“, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 295,663,222 ლარის ოდენობის წმინდა მოგება მიიღო. მოგების გადასახადის სახით კი - 32,229,406 ლარი გადაიხადა.
52,378,708 ლარიანი წმინდა მოგებით ჩამონათვალში მესამე ადგილზეა - „ლიბერთი ბანკი“; ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს რეიტინგში „ქართუ ბანკი“ და „ვითიბი ბანკი“ იკავებენ. შესაბამისად, მათმა წმინდა მოგებამ გასული წლის მონაცემებით, 36,817,679 და 20,258,121 ლარი შეადგინა.