როგორ გამოიყურება ბინა თბილისში, რომელიც მილიონ ლარზე მეტი ღირს (+ფოტო)

საბილიარდე, კინოთეატრი, ჯაკუზი ვერანდაზე - ვაკეში მდებარე ბინა მილიონ ლარზე მეტი ღირს. კერძოდ, საუბარია 8 ოთახიან, 565 კვადრატული მეტრი ფართობის ბინაზე.

ბინა არის ტრიპლექსის ტიპის, რომელიც მოიცავს: ჰოლს, დიდ მისაღებ ოთახს ვერანდით, დიდ სამზარეულო-სასადილოს, ცალკე სამრეცხაოს, დიდ სათავსო ოთახს, სველ წერტილს ჯაკუზითა და კაბინეტს. მის შემადგენლობაშია ასევე: 4 დიდი საძინებელი საკუთარი სველი წერტილებითა და საგარდერობე ოთახებით, გასართობი ოთახი ბარით, საბილიარდო მაგიდითა და კინოთეატრით.

გარდა ამისა, ბინას აქვს დიდი ვერანდა ჯაკუზით. მის საკუთრებაშია ასევე მიწისქვეშა პარკინგი 2 ავტომობილზე.

ბინა ავეჯითა და ტექნიკით 820 ათას დოლარად (მიმდინარე კურსი - 2 020 316 ლარი) იყიდება.