ხიზილალა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული საკვები პროდუქტია მსოფლიოში.
ერთი კილოგრამი შეიძლება 35 000 აშშ დოლარად გაიყიდოს. მას მთელი მსოფლიოს არისტოკრატები აფასებენ.
როგორც აღმოჩნდა, ხიზილალა ყოველთვის ასეთი ძვირადღირებული არ ყოფილა. მე-19 საუკუნეში თევზის ზუთხისებრთა ჯიში აშშ-ში იმდენად გავრცელებული იყო, რომ ხიზილალის ანგარიშები არსებობდა, სადაც მას უფასოდ სთავაზობდნენ, მაგალითად, როგორც ბარში - ნიგოზს. ევროპაში მეთევზეები საკუთარ ღორებს აჭმევდნენ კვერცხებს ან საერთოდაც სანაპიროზე ტოვებდნენ გასაფუჭებლად.
რა შეიცვალა შემდეგ? რატომ გახდა ხიზილალა ასეთი ძვირადღირებული?
ნამდვილი შამპანურის მსგავსად, ხიზილალა ყველგან არ იშოვება. ნამდვილი ხიზილალა რომ მივიღოთ, კვერცხები ზუთხისებრთა ჯიშის თევზებს უნდა ეკუთვნოდეს. მსოფლიოში მათი 27 ჯიშია ამერიკაში, ევროპასა და აზიაში, მაგრამ ეს ალბათ, დიდხანს ვერ გასტანს.
ექსპერტის, არნი ლუდვიგის თქმით, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, ვინაიდან ადამიანებისგან ხიზილალაზე მოთხოვნა ზედმეტად დიდია, შედეგად კი თევზების საცხოვრისები ნადგურდება.
2010 წელს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა ზუთხისებრთა 18 ჯიში საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების წითელ სიაში შეიყვანა, რითაც ზუთხისებრთა ჯიში მსოფლიოში გადაშენების პირას მყოფი სახეობებში პირველი გახდა.
თუმცა ერთი მხრივ, ამან შესაძლოა, ზუთხისებრთა გადარჩენას შეუწყოს ხელი და სახეობის რაოდენობა აღარ შემცირდეს. მაგალითად, აშშ-ს ზოგიერთ შტატში აკრძალულია საფრთხის ქვეშ მყოფ ზუთხისებრთა ჯიშებზე თევზაობა ან მათი კვერცხების იმპორტი. მეორე მხრივ, რაც უფრო იშვიათი გახდება ხიზილალა, მით უფრო მეტად ვეღარ დაგვაკმაყოფილებს.
არსებობს ეკონომიკური თეორია, რომლითაც ამის ახსნა შეიძლება (rarity value thesis / scarcity value). თეორიის მიხედვით, რაც უფრო იშვიათია პროდუქტი, მით უფრო იზრდება მისი ფასი, მიუხედავად იმისა, რომ თავად პროდუქტი არ შეცვლილა.
ზუთხისებრი შეიძლება რამდენიმე ათას ფუნტს აღწევდეს წონაში (1000 ფუნტი = 453.5 კგ.), და ერთ ჯერზე ასობით ფუნტი კვერცხი დადოს. მსოფლიო რეკორდი ეკუთვნის ბელუგას ჯიშს, რომელიც 1143 კილოგრამს იწონიდა და 408 კილოგრამი კვერცხი დადო. დღეს მისი ფასი ნახევარი მილიონი აშშ დოლარი იქნებოდა.
მეოცე საუკუნემდე ეს თევზი და მისი კვერცხი იშვიათობა არ ყოფილა. დაბინძურების გამო მოიწამლა წყალი მათ საცხოვრებელ ადგილებში, დამბებმა კი მათი ქვირითის დაყრის ადგილები დაბლოკა. მათ რეპროდუქციისთვის ადგილი აღარ დარჩათ, მათზე თევზაობა ხორცისა და კვერცხების გამო კი გრძელდებოდა. ყველაფერთან ერთად, რვიდან ოცი წელიწადი სჭირდება მდედრს, რათა სექსუალურად ზრდასრულ ასაკს მიაღწიოს. მას ერთ ჯერზე მილიონობით კვერცხის დადება შეუძლია, მაგრამ მხოლოდ ერთს შეუძლია განვითარდეს ზრდასრულობამდე.
და ბოლოს, ზუთხისებრთა პოპულაცია უბრალოდ ვერ აუვა მოთხოვნას. მათი კვერცხები კი ფუფუნების კერძების მოსართავად იქცა.
დღეს ხიზილალის იმპორტი და ექსპორტი მკაცრად არის რეგულირებული აშშ-ში, რაც ხიზილალის სიძვირის ერთ-ერთი მიზეზია.
ამიტომაც, თანამედროვე ხიზილალის უმეტესობა ზუთხისებრთა ფერმებში იწარმოება. ერთ-ერთი ფერმის მფლობელის თქმით, დღეს მსოფლიოში ასეთი ფერმა 2000-მდეა.
ერთ-ერთი ფერმა ჩინეთში, Kaluga Queen, მსოფლიო ხიზილალის 35%-ს აწარმოებს. ხიზილალას აქ კლასიკური რუსული და ირანული გზით აკეთებენ, რაც თევზის მოკვლას და შემდეგ კვერცხებისგან გამოშიგვნას გულისხმობს.
სხვა ფერმები განსხვავებული ტექნიკის დანერგვას ცდილობენ, რაც თევზის მოკვლას არ საჭიროებს. თევზს ნემსით უკეთებენ ჰორმონს, რაც მასში იწვევს კვერცხების დადების საჭიროებას. ფერმერები ასე წლების განმავლობაში იქცეოდნენ, მაგრამ არა ხიზილალის მისაღებად, არამედ მეტი თევზის საწარმოებლად.