მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ყველაზე ლამაზი ცოლები და ყოფილი ცოლები

ადამიანს სხვისი ცხოვრების განხილვა ყოველთვის უყვარდა, განსაკუთრებით თუ ეს მდიდარ ადამიანებს ეხება.

ვებ-გვერდი hooch.net წარმოგიდგენთ იღბლიან ქალბატონებს, რომლებიც მდიდარ მამაკაცებზე არიან დაქორწინებულები, ან იყვნენ.

ტომ ბრედი და ჟიზელ ბუნდჰენი

ამერიკული ფეხბურთის ისტორიაში ტომ ბრედი წარმატებულ სპორტსმენად ითვლება. ის 2017 წელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შეჯიბრის - ამერიკული სუპერთასის (Super Bowl) მეოთხედ საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ბრედი სუპერმოდელ ჟიზელ ბუნდჰენზეა დაქორწინებული. ტომ ბრედის ქონება 180 მილიონი დოლარია, მაშინ, როდესაც მისი მეუღლის ქონება 360 მილიონ დოლარს შეადგენს.

ჯონ პოლ დეჟორია და ელიზა ბროდი

ჯონ პოლ დეჟორია ბერძენ-იტალიური წარმოშობის ამერიკელი მილიარდერია, რომელმაც კალიფორნიაში ცხოვრება იმიგრანტის სტატუსით დაიწყო. ის ოდესღაც ქუჩის ცხოვრების ნაწილი იყო, თუმცა, როდესაც მათემატიკის მასწავლებელმა უთხრა, რომ ის ვერაფერს ვერ მიაღწევდა, გადაწყვიტა ცხოვრებაში ყველაფერი შეეცვალა. ახლა იგი კომპანიის თანადამფუძნებელია, რომელიც თმის მოვლის საშუალებების პროდუქტს აწარმოებს.

მილიარდერი დაქორწინებულია მსახიობ ელიზა ბროდიზე, რომელიც 1988 წელს „ფლეიბოის“ გარეკანზეც მოხვდა. მათ ოთხი საერთო შვილი ჰყავთ.

მერაია ქერი და ჯეიმს პაკერი

მომღერალი მერაია ქერისა და მილიარდერი ჯეიმს პაკერის ნიშნობა ქორწილამდე არ მისულა. ორივე მათგანმა გადაწყვიტა თავის გზაზე წასულიყვნენ. როგორც უცხოური პრესა წერს, პაკერი მიხვდა, რომ მერაია მის „გაქურდვას“ აპირებდა.

აღსანიშნავია, რომ მერაიამ პაკერს 10 მილიონად შეფასებული ნიშნობის ბეჭედი უკან არ დაუბრუნა.

ფლავია სამპაიო და ეიკ ბატისტა

ეიკ ბატისტა EBX ჯგუფის თავმჯდომარეა. მისი კომპანია ნავთობისა და გაზის მწარმოებელია. ბატისტას კომპანიიდან იმდენი ფული აქვს აღებული, რომ იგი ბრაზალიაში ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება. მას შემდეგ, რაც ბატისტამ ქონება დააგროვა, პარტნიორად ყველაზე ლამაზი ქალი ფლავია სამპაიო აირჩია. იგი პროფესიით ადვოკატია, მაგრამ მოდელსა და ფილმის ვარსკვლავს უფრო ჰგავს.

ჯეკ დორსი და ქეით გრეერი

ჯეკ დორსი წარმატებული სოციალური მედიის „ტვიტერის“ თანადამფუძნებელია. დორსიმ პროგრამირება 14 წლის ასაკში დაიწყო, 35 წლის ასაკში კი „ტვიტერი“ შექმნა. დორსი 1.27 მილიარდის მფლობელია. მილიარდერის შეყვარებული დიზაინერი ქეითი გრეერია.

ჯეიმს და ერიკა პაკერები

ჯეიმს პაკერი ავსტრალიელი ბიზნესმენი და ინვესტორია. იგი გვენ პაკერის შვილია, რომელიც მედიის სფეროში მოღვაწეობდა. ჯეიმს პაკერი Crown Media-ის მფლობელია.

სიმდიდრის მიხედვით პაკერი ავტრალიაში მესამე ადგილზეა. ჯეიმს პაკერის მეუღლე მოდელი და მომღერალი ერიკა პაკერია. ისინი 2007 წელს დაქორწინდნენ. მათი ქორწილის ღირებულებამ 15 მილიონი დოლარი შეადგინა. მათ ორი შვილი ჰყავთ.

ჯიმ კლარკი და კრისტი ჰინზი

ჯიმ კლარკი კომპიუტერული მეცნიერი და მეწარმეა. იგი კორპორაცია Netscape Communications-ს დამფუძნებელია. კლარკი 2009 წელს დაქორწინდა მოდელ და მსახიობ კრისტი ჰინზზე. კრისტი ვიქტორია სექტერის ანგელოზია.

ანდრეი და ალექსანდრა მელნიჩენკოები

წარმოშობით ბელორუსი ანდრეი მელნიჩენკო რუსი მეწარმეა. 12.4 მილიარდი დოლარით ანდრეი რუსეთში 11-ე ადგილაზეა. ანდრეი მელნიჩენკო MDM ჯგუფის თანადამფუძნებელია.

ალექსანდრა მელნიჩენკო რუსეთის პოპ მომღერალი და მოდელია. იგი 15 წლიდან სამოდელო საქმიანობას ეწევა და 17 წლიდან პოპ ჯგუფთან ერთად მღეროდა. ალექსანდრა და ანდრეი 2005 წელს დაქორწინდნენ, მათ ქორწილში ისეთი ვარსკვლავები იყვნენ მიწვეულები, როგორიცაა - უიტნი ჰიუსტონი და ჯენიფერ ლოპესი.

ჰარვი ვაინშტეინი და ჯორჯიანა ჩაპმანი

პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინის ქონება 150 მილიონ დოლარს შეადგენს. იგი კომპანია Miramax Films დამფუძნებელია. როდესაც ვაინშტეინს ჰოლივუდის ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორიცაა ეშლი ჯუდი და ანჯელინა ჯოლი, სექსუალური შევიწროების ბრალდებები წაუყენეს, ჯორჯიანა ჩაპმანი განცხადებით გამოვიდა, რომ ის მეუღლეს მხარს უჭერდა. თუმცა როდესაც შევიწროებულთა სია გაიზარდა, ჩაპმანი ვაინშტეინს გაშორდა. ჩაპმანი 24 წლის მოდელი და მსახიობია.

რუპერტ მერდოკი და ვენდი დენგი

რუპერტ მერდოკის სახელი სიმდიდრესთან ასოცირდება, მისი ქონება 12.3 მილიარდი დოლარია.

მერდოკი და მისი ყოფილი მეუღლე ვენდი დენგი ერთმანეთს 1999 წელს შეხვდნენ, როდესაც ეს უკანასკნელი მერდოკის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა. მერდოკი ვენდიზე 38 წლით უფროსია და მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ. მათი განქორწინება ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულ განქორწინება. გავრცელებული ინფორმაციით, მეუღლეს 44 მილიონი დოლარი ერგო. გარდა ამისა, შეინარჩუნა პენტჰაუსი მანჰეტენზე.

იხილეთ ფოტოგალერეა