როგორი იქნება განახლებული ბოტანიკური ბაღი ზუგდიდში (+ვიდეო)

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია იწყება. პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობის მოწყობა. გაკეთდება სასეირნო ბილიკები და აშენდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები.

ასევე როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში იყო აღნიშნული, პროექტის ფარგლებში ბაღში ადმინისტრაციის შენობის, დადიანების საჯინიბოს, მებაღის სახლის, სათბურის და სხვა დანიშნულების ობიექტების რეაბილიტაცია იგეგმება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ივნისში დასრულდება. სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.