თბილისში, ტრანსპორტის ქუჩაზე მიწისქვეშა გადასასვლელი მოეწყობა

თბილისში, ტრანსპორტის ქუჩაზე ქვეითთა მიწისწვეშა გადასასვლელი მოეწყობა. ამ მიზნით დედაქალაქის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

კერძოდ, ტენდერი სამუშოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზეა გამოცხადებული. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 26 მარტს დაიწყება და 29 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 50 976 ლარია.

„საპროექტო ობიექტი უნდა მოეწყოს დიდუბის რაიონში ტრანსპორტის ქუჩაზე, რომელიც მდებარეობს მეტროს სადგურ „დიდუბე“-ს წინამდებარე ტერიტორიაზე,“- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.