საქართველოში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოდის

საქართველოს საავიაციო ბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SalamAir შემოდის.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ომანის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SalamAir საქართველოში რეგულარულ საავიაციო მიმოსვლას იწყებს.

კერძოდ, მუსკატი-თბილისი-მუსკატის საჰაერო ხაზზე ფრენები 2018 წლის 15 ივნისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (27.10.2018), კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია SalamAir-ს რეგულარული ფრენის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 14 მარტს მიენიჭა.

მათივე ცნობით, ახალი რეისები ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ტურიზმის სფეროსა და ახალი ბიზნეს ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს.