როგორ გამოიყურება სახლი საქართველოში, რომელიც 2 მილიონ დოლარად იყიდება (+ფოტო)

წყნეთში მდებარე კერძო სახლი 2 მილიონ დოლარად იყიდება. კერძოდ, საუბარია, 1000 კვადრატული მეტრი ფართობის ახალ აშენებულ 3 სართულიან კერძო სახლზე.

როგორც SS.ge-ზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლი ახალი გარემონტებულია. აქვს მისაღები, კაბინეტი, ორი სამზარეულო, ბარი, ორი ბუხარი, ოთხი საძინებელი დუპლექსის ტიპის დამოუკიდებელი მისაღები ოთახით, გარდერობი, საკუჭნაო, ასევე ყველა საძინებელს საკუთარი სველი წერტილი აქვს.

გარდა ამისა, სახლს აქვს ზამთრის ბაღი. შვიდი სველი წერტილი, აუზი, დეკორატიული ეზო და ცხრა ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი. bpn bpn bpn