მსოფლიოში უამრავი ბრენდირებული სასტუმრო არსებობს. ზოგიერთი მათგანი თითქმის ყველა ქვეყანაში არის წარმოდგენილი.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ჯდება მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქალაქში ერთი ბრენდის ქვეშ მოქმედ სასტუმრო „რედისონში“ 2 ადამიანის დასვენება. ფასები მოცემულია Booking.com-ის მიხედვით 18 ივნისიდან 24 ივნისის პერიოდში. ფასში შესულია საუზმის ღირებულება.
თბილისი - საქართველოს დედაქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში მდებარეობს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია. ბოლო დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალურ ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებში. თბილისის „რედისონ ბლუ ივერიაში“ ზაფხულის პირველ თვეში 6 დღის გატარება 2 ადამიანს 5,638 ლარი დაუჯდება. როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქალაქში ამ სასტუმროში დასვენება ყველაზე ძვირი თბილისშია.
ბერლინი
- გერმანიის დედაქალაქი და ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქია. ბერლინი მნიშვნელოვან მაგისტრალურ კვანძს წარმოადგენს. ქალაქი ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია მრავალი უმაღლესი სასწავლებლითა და კვლევითი დაწესებულებით. ფასის მიხედვით მეორე ადგილზე ბერლინია, სადაც „რედისონის“ ბრენდის სასტუმროში 2 ადამიანის დასვენება 5, 350 ლარი ჯდება.ლონდონი - დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი მდინარე ტემზაზე მდებარეობს. ლონდონი ბრიტანეთის მთავარი ფინანსური ცენტრია, ხოლო მსოფლიოს ფინანსურ ცენტრთაგან ერთ-ერთია. ლონდონის „რედისონში“ დასვენება 4,484 ლარი დაგიჯდებათ.
ნიუ-იორკი -ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის ყველაზე დიდი და ყველაზე მჭიდროდ დასახელებული ქალაქია. ნიუ-იორკი საერთაშორისო ფინანსების, პოლიტიკის, გართობისა და კულტურის ცენტრია. ის მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გლობალური ქალაქია. ამ ქალაქში „რედისონის“ ბრენდის სასტუმროში 2 ადამიანის დასვენება 4,291 ლარი დაჯდება.
პრაღა
- ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქი და მისი უდიდესი ურბანული ცენტრია. პრაღა მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზეს ქალაქადაა მიჩნეული. პრაღაში „რედისონის“ ბრენდის სასტუმროში 2 ადამიანის დასვენება 4, 198 ლარი დაჯდება.პარიზი - საფრანგეთის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია. პარიზი ევროპის წამყვანი კულტურული, ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრია. პარიზი საფრანგეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ცენტრია. ქვეყნის სამრეწველო საწარმოების თითქმის მეოთხედს პეტროპოლიაში საკუთარი შტაბ-ბინები აქვს გახსნილი. ამ ქალაქში „რედისონის“ ბრენდის სასტუმროში 2 ადამიანის დასვენება 4,074 ლარი დაჯდება.
სიდნეი
- ავსტალიის ყველაზე დიდი ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. დასაქმებული მომუშავეთა რაოდენობის მიხედვით, სიდნეი ეკონომიკის მთავარი დარგებია მომსახურების სფერო, კომერცია, მრეწველობა, ჯანდაცვა და კომუნალური მომსახურება. სიდნეიში „რედისონის“ ბრენდის სასტუმროში 2 ადამიანის დასვენება 3,537 ლარი დაჯდება, სადაც საუზმეც შედის.სტამბოლი - თურქეთის უდიდესი და ხალხმრავალი ქალაქია. სტამბოლი ბოსფორის სრუტის გასწვრივ მდებარეობს. ქალაქის კომერციული ცენტრი ევროპულ ნაწილშია, ხოლო ქალაქის მოსახლეობის მესამედი აზიურ ნაწილში ცხოვრობს. სტამბოლში „რედისონის“ ბრენდის სასტუმროში 2 ადამიანის დასვენება 3,153 ლარი დაჯდება, სადაც საუზმეც შედის.
ბუდაპეშტი - უნგრეთის დედაქალაქი და ქვეყნის მთავარი პოლიტიკური, ინდუსტრიული, კომერციული და სატრანსპორტო ცენტრია. ბუდაპეშტში „რედისონის“ ბრენდის სასტუმროში 2 ადამიანის დასვენება 2,392 ლარი დაჯდება.
დელი - ინდოეთის დედაქალაქი დელი კოსმოპოლიტი ქალაქი გახდა. სწრაფმა განვითარებამ და ურბანიზაციამ ქალაქი მნიშვნელოვნად გარდაქმნა. ამჟამად დელი ინდოეთის მნიშვნელოვანი კულტურული, პოლიტიკური და კომერციული ცენტრია. დელიში „რედისონის“ ბრენდის სასტუმროში 2 ადამიანის დასვენება 1,512 ლარი დაჯდება, სადაც საუზმეც შედის.
თბილისი -5,638 ლარი
ბერლინი - 5, 350 ლარი
ლონდონი - 4,484 ლარი
ნიუ-იორკი - 4,291 ლარი
პრაღა - 4, 198 ლარი
პარიზი -4,074 ლარი
სიდნეი - 3,537 ლარი
სტამბოლი - 3,153 ლარი
ბუდაპეშტი - 2,392 ლარი
დელი - 1,512 ლარი