თბილისის Airbnb-ის საშუალო დღიური განაკვეთი 43 აშშ დოლარია.
ამის შესახებ უძრავი ქონების სერვისების კომპანიის Colliers International Georgia-ს მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, Airbnb-ის მომხმარებლებში ყველაზე დიდი პოპულარობით მთაწმინდა, საბურთალო და ჩუღურეთი სარგებლობდა. სწორედ ამ უბნებზე მოდის დაჯავშნილი დღეების 78%.
რაც შეეხება ფასებს, დღიური განაკვეთი ყველაზე დაბალი - 23 დოლარი გლდანში, ხოლო ყველაზე მაღალი - 140 დოლარი წყნეთში იყო.
რაც შეეხება დედაქალაქის სხვა უბნებს, Airbnb-ზე დღიური განაკვეთი სამგორში - 28 დოლარი; დიდუბეში - 32 დოლარი; ნაძალადევში - 33 დოლარი; ჩუღურეთში -37 დოლარი; საბურთალოზე - 42 დოლარი; ვაკეში - 43 დოლარი; ისანში - 44 დოლარი; მთაწმინდაზე - 46; კრწანისში - 48; დიდგორში - 64 დოლარი და დიდ დიღომში - 67 დოლარი იყო.
ამასთან, ანგარიშის თანახმად, თბილისში Airbnb-ზე განცხადებების რაოდენობა 2017 წელს 70%-ით გაიზარდა და 9,679 შეადგინა.