2017 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი ფასების ინდექსი უმეტესად შემცირების ტენდეციით ხასიათდებოდა , ხოლო მესამე კვარტალში ინდექსი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა (0.894). ამის შესახებ, თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და forset-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) პუბლიკაციაშია ნათქვამი.
კვლევის თანახმად, გასული წლის განმავლობაში საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი 1 კვადრატულ მეტრზე 791-866- დოლარის ფარგლებში მერყეობდა.
ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული საცხოვრებელი უძრავი ქონება ყველაზე ძვირი 1,012 დოლარი (2 147ლარი) მთაწმინდის რაიონში, ყველაზე იაფი 535 დოლარი (1 343 ლარი) კი – გლდანშია.
რაც შეეხება დედაქალაქის სხვა უბნებს, საბურთალოზე საშუალო გასაყიდი ფასი - 855 დოლარი (2 147ლარი); ნაძალადევში - 568 დოლარი (1 425ლარი); დიდუბეში - 715 დოლარი (1 796 ლარი); ვაკეში - 924 დოლარი (2 321 ლარი); ჩუღურეთში - 756 დოლარი (1 899 ლარი); ისანში - 660 დოლარი (1 658 ლარი); კრწანისში - 809 დოლარი (2 033 ლარი); ხოლო სამგორში - 556 დოლარი (1 394 ლარი) იყო.