მსოფლიოს 10 ქალაქს შორის „მარიოტში“ დასვენება ყველაზე ძვირი პარიზშია - რა ღირს სასტუმროში ერთკვირიანი დასვენება თბილისში

„ბიზნესპრესნიუსი“ აგრძელებს სტატიათა სერიას, თუ რა ჯდება მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქალაქში ერთი ბრენდის ქვეშ მოქმედ სასტუმროებში დასვენება.

ამჯერად ავიღეთ სასტუმრო „მერიოტი“ და გავარკვიეთ, თუ რა ჯდება 2 ადამიანის დასვენება. ფასები მოცემულია Booking.com-ის მიხედვით 2 ივლისიდან 8 ივლისის პერიოდში. ფასში შესულია საუზმის ღირებულება.

პარიზი

- საფრანგეთის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია. პარიზი ევროპის წამყვანი კულტურული, ეკონომიკური, ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრია. ამ ქალაქში „მარიოტის“ ბრენდის სასტუმროში 2 ადამიანის დასვენება 10,624 ლარი ჯდება. როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქალაქში ამ სასტუმროში დასვენება ყველაზე ძვირი სწორედ პარიზშია.

ლონდონი

- დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი მდინარე ტემზაზე მდებარეობს. ლონდონი ბრიტანეთის მთავარი ფინანსური ცენტრია. ფასის მიხედვით მეორე ადგილზე ლონდონის „მარიოტია“, სადაც დასვენება 8,254 ლარი დაგიჯდებათ.

ნიუ-იორკი

- ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ნიუ-იორკი საერთაშორისო ფინანსების, პოლიტიკის, გართობისა და კულტურის ცენტრია. ამ ქალაქში „მარიოტის“ ბრენდის სასტუმროში 2 ადამიანის დასვენება 6,534 ლარი დაჯდება.

პრაღა - ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქი და მისი უდიდესი ურბანული ცენტრია. პრაღა მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზეს ქალაქადაა მიჩნეული. პრაღაში „მარიოტის“ ბრენდის სასტუმროში 2 ადამიანის დასვენება 5,286 ლარი დაჯდება.

ბერლინი

- გერმანიის დედაქალაქი და ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქია. ის ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია. ბერლინში „მარიოტის“ ბრენდის სასტუმროში 2 ადამიანის დასვენება 4,208 ლარი ჯდება.

თბილისი - საქართველოს დედაქალაქი თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია. თბილისის „მარიოტში“ ივლისში 6 დღის გატარება 2 ადამიანს 3,877 ლარი დაუჯდება.

ბუდაპეშტი

- უნგრეთის დედაქალაქი და ქვეყნის მთავარი პოლიტიკური, ინდუსტრიული, კომერციული და სატრანსპორტო ცენტრია. ბუდაპეშტში „მარიოტის“ ბრენდის სასტუმროში 2 ადამიანის დასვენება 3,849 ლარი დაჯდება.

სიდნეი

- ავსტალიის ყველაზე დიდი ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. სიდნეიში „მარიოტის“ ბრენდის სასტუმროში 2 ადამიანის დასვენება 3,712 ლარი დაჯდება.

სტამბოლი - თურქეთის უდიდესი და ხალხმრავალი ქალაქია. ქალაქის კომერციული ცენტრი ევროპულ ნაწილშია, ხოლო ქალაქის მოსახლეობის მესამედი აზიურ ნაწილში ცხოვრობს. სტამბოლში „მარიოტის“ ბრენდის სასტუმროში 2 ადამიანის დასვენება 2,901 ლარი დაჯდება.

დელი

- ინდოეთის დედაქალაქი დელი კოსმოპოლიტი ქალაქი გახდა. სწრაფმა განვითარებამ და ურბანიზაციამ ქალაქი მნიშვნელოვნად გარდაქმნა. დელიში „მარიოტის“ ბრენდის სასტუმროში 2 ადამიანის დასვენება 2,431 ლარი დაჯდება.

პარიზი - 10,624 ლარი

ლონდონი - 8,254 ლარი

ნიუ-იორკი - 6,534 ლარი

პრაღა - 5,286 ლარი

ბერლინი - 4,208 ლარი

თბილისი - 3,877 ლარი

ბუდაპეშტი - 3,849 ლარი

სიდნეი - 3,712 ლარი

სტამბოლი - 2,901 ლარი

დელი - 2,431 ლარი