რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

დღეს საქართველოს სულ 14 სამინისტრო აქვს და შესაბამისად, 14 მინისტი და პრემიერია.

„ბიზნესპრენიუსი“ დაინტერესდა, რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა.

მთავრობის მეთაურმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 1992 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინის დარგში ბაკალავრის ხარისხი მიიღო. 1995  წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკაში ბაკალავრის ხარისხი მიიღო. 1998 წელს კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ილინოისის უნივერსიტეტში ფინანსები დარგში მაგისტრატურა დაამთავრა.

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს 1989-1991 წლებში თსუ-ში ფიზიკის ფაკულტეტი აქვს აქვს დამთავრებული.1992-1998 წლებში იმავე უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტი სპეცილობით აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტი დაამთავრა. ხოლო 2005-2007 წლებში "Cerma School of Management"-ში ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლა.

ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს 1998-2002 წლებში საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალვრის დიპლომი აქვს მიღებული. 2003-2006 წლებში რუსეთში საერთაშორისო სამართლის ასპირანტურა აქვს დამთავრებული. 2008-2010 წლებში კი ჯანელიძემ კავკასიის ბიზნეს სკოლაში საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიიღო. 2008-2010 წლებში საფრანგეთში გრენობლის ბიზნეს სკოლაში ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრატურა დაამთავრა.

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტმა გიორგი გახარიამ 1992-1994 წლებში თსუ-ში ისტორიის ფაკულტეტი დამთავრა. 1994-2000 წლებში რუსეთში, ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე ისწავლა და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი მიიღო. 2002-2004 წლებში კი იმავე უნივერსიტეტში ბიზნესის მართვის მაგისტრი მიიღო.

ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თსუ დაამთავრა, ასევე ფლობს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. ბახტაძე არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. 2010 წელს მას INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში MBA-ის კვალიფიკაცია მიენიჭა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თსუ-ს მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი დაამთავრა. მიხეილ ჩხენკელმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამთავრა პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორანტურა, სადაც მას მათემატიკის დოქტორის მეცნიერებათა ხარისხი მიენიჭა.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 1987 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი დაამთავრა. 1991 წელს კი მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში ინტენსიური თერაპიის მიმართულებით ისწავლა. მინიჭებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატი ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლო, კრიტიკული მედიცინის დარგში.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარს

1985 წელს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, ეთნოგრაფიის სპეციალობით. 1995 წელს კი თბილისის სასულიერო აკადემიაში, თეოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი 1995 - 1999 წლებში თსუ-ში ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. 1999 - 2001 წლებში იმავე უნივერსიტეტში საერთაშორისო ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი მიიღო. 2002 - 2003 წლებში კი MIP მილანში ბიზნესის მართვის მაგისტრი ხარისხი აქვს მიღებული.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურმა მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა

თსუ-ში საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა, ასევე პრაღის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში - საერთაშორისო ვაჭრობის ფაკულტეტზე სწავლობდა, რის შემდეგაც სწავლა თბილისში, კავკასიის ბიზნეს სკოლაში განაგრძო.

კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე 1984-1991 წლებში თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი იყო. 1991 წელს კი ევროპული მენეჯმენტის პროგრამა ბრიუსელში გაიარა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 1991-1996 წლებში თსუ-ს იურიდული ფაკულტეტი დაამთავრა. 1998- 1999 გერმანიის ქალაქ გოტინგენის გეორგ-აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა დაამთავრა. 1999-2002 გერმანიის ქალაქ გოტინგენის გეორგ-აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურა მიიღო.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 1992-1997 წლებში სწავლობდა თსუ-ს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. პარალელურად, სწავლობდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ დიპლომატიის აკადემიაში. 2000 წელს თეა წულუკიანმა სახელმწიფო მართვის სკოლა დაამთავრა და დაიცვა მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრაციაში (MPA). 2005 წელს თეა წულუკიანმა მიიღო უფროსი იურისტის საკლასო ჩინი.

სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი თსუ-ში იურიდიული ფაკულტეტზე სწავლობდა. გარდა ამისა, თბილისის პოლიტიკური სწავლების კოლაში ისწავლა. პროკურატურის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო გამოცდები ჩაააბარა. ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში დოქტორანტია. 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა

1995 – 1999 წლებში დაამთავრა თსუ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. 1999-2000 წლებში უნგრეთში, ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული კვლევების მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. 2007 წლს ირლანდიაში, ლიმერიკის უნივერსიტეტში ევროპული ინტეგრაციის საკითხებში საზაფხულო კურსი გაიარა. 2006 წლიდან ციხელაშვილი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი.