ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა

ლარში გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა. ეროვნული ბანკის 2018 წლის მარტის მონაცემებით სესხებზე წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 13,1%-ს შეადგენს (2017 წელს - 12,7%).

ამავე მონაცემებით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების საშუალო საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 15,6%-დან 17,1%-მდე გაიზარდა. შედარებით მაღალია ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთი. კერძოდ, ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით 2018 წლის მარტში ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 21,3%-ს შეადგენდა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 18,5%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს, აქ საპროცენტო განაკვეთი მიმინალური პროცენტით გაიზარდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 2018 წლის მარტის მონაცემებით უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტების წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 8,7% იყო (2017 წელს - 8,5%).