როგორ შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის ქონება ბოლო ერთ თვეში

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ისევ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ უხელმძღვანელებს, ბოლო ერთ თვეში 0.05 მილიარდი (50 მლნ) დოლარით გამდიდრდა.

კერძოდ, 2018 წლის 25 აპრილის მონაცემებით, მისი ქონება 5.80 მილიარდი დოლარია, მაშინ როცა, 25 მარტის მდგომარეობით მისი ქონება 5.75 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 2018 წლის 24 იანვრის მდგომარეობით კი ინდექსის მიხედვით, ივანიშვილის ქონება 5.92 მილიარდი იყო.

ამასთან, ამ დროისათვის ივანიშვილი მსოფლიოს 295-ე უმდიდრესი ადამიანია. ინდექსის თანახმად, ივანიშვილის კუთვნილი ხელოვნების ნიმუშები 1 მლრდ დოლარზე მეტადაა შეფასებული.

ცნობისთვის, მილიარდერების ინდექსის თანახმად, 2013 წლის 25 აგვისტოს მონაცემებით, მისი ქონება 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.

ცნობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია.