რომელი ქვეყნებიდან გადმოირიცხა საქართველოში ყველაზე მეტი თანხა

2018 წლის მარტში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა წინა წელთან შედარებით 17.0 პროცენტით გაიზარდა და 131.1 მლნ აშშდოლარი შეადგინა. ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 24.2 პროცენტით გაიზარდა და 20.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საანგარიშო თვეში მაღალი ტემპით გაიზარდა ისრაელიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები (51 პროცენტით), რომლის წვლილმა მთლიანი გზავნილების ზრდაში 3.9 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

საანგარიშო თვეში მოიმატა ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა ფულადმა სახსრებმა (31.3 პროცენტით), რაც ძირითადად იტალიიდან (39.7 პროცენტით), საბერძნეთიდან (19.0 პროცენტით) და გერმანიიდან (36.0 პროცენტით) გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია ასევე ესპანეთიდან და საფრანგეთიდან გზავნილების მატება.

უარყოფითი წვლილი ზრდაში, 0.2 პროცენტული პუნქტი, ჰქონდა რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლებას.

რეგიონის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე ასევე მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია თურქეთიდან (15.0 პროცენტით) და აზერბაიჯანიდან (31.6 პროცენტით) გზავნილების მატებამ. თითქმის არ შეცვლილა უკრაინიდან გადმორიცხული ფულადი სახსრების მოცულობა.

რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (33 პროცენტი) და რუსეთი (29 პროცენტი) წარმოადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია ისრაელისა და იტალიის წილი მთლიან ფულად გზავნილებში