3 თვეში ბანკებმა მოსახლეობისგან ჯარიმებით 18 მილიონი ლარი მიიღეს

კომერციულმა ბანკებმა 2018 წლის 3 თვის განმავლობაში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 18 038 840 შემოსავალი მიიღეს.

როგორც კომერციული ბანკების ანგარიშგებაში ვკითხულობთ, ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი „თიბისი ბანკმა“ მიიღო - 6 149 639 ლარი. მეორე ადგილზე „საქართველოს ბანკი“ - 4 815 971 ლარი.

მესამე ადგილზე „ლიბერთი ბანკი“ - მან 2018 წლის პირველ კვარტალში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 3 221 310 ლარის შემოსავალი მიიღო. მეოთხე ადგილზეა - „კრედო“ - 1 135 803 ლარი. ტოპ-ხუთეულშია „ფინკა ბანკი“ - 714 260 ლარის შემოსავლით.

ფინანსისტების თქმით, ქართული საბანკო სექტორი მოგების მაღალ მარჟას სწორედ ჯარიმების/საურავებისა და საკომისიოებიდან მიღებული შემოსავლების ხარჯზე აღწევს. აღნიშნული მონაცემები კი საქართველოში ბანკების მიერ დაწესებულ ჯარიმების სიძვირეზე მიუთითებს.