4 თვეში ტურიზმმა საქართველოს 800 მლნ დოლარის შემოსავალი მოუტანა

2018 წლის აპრილში ტურიზმიდან შემოსავალი 27.5% გაიზარდა და 239 მლნ დოლარი შეადგინა.   

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, მიმდინატე წლის 4 თვეში ქვეყანამ ტურიზმიდან მთლიანად 800 მლნ დოლარი მიიღო. ყველაზე მეტი შემოსავალი აპრილში დაფიქსირდა და მან 239 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 27.5%-ით აღემატება. მარტში ტურიზმიდან შემოსავალი იყო 237 მლნ დოლარი, თებერვალში - 165 მლნ დოლარი, იანვარში - 159 მლნ დოლარი. 

ამასთან, 2018 წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა. 2017 წლის აპრილში 222 556 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2018 წლის აპრილში - 278 032.

2017 წელს საქართველომ ტურიზმიდან 2,7 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, 2016 წელს - 2,1 მლრდ დოლარის, 2015 წელს კი 1,9 მილიარდი დოლარის.